2021-02-08 09:13:29, 419 ნახვა
საზოგადოება
ლილოს ბაზრობაზე ხანძარია
ლილოს ბაზრობაზე ხანძარია, - ამის შესახებ „ექსპრესნიუსს“ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს.
მათი ცნობით, ხანძარი ამ ეტაპზე ლოკალიზებულია. ადგილზე 9 სამაშველო ჯგუფი მუშაობს.
ამ დროისთვის დაშავებულთა შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.
ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან