|
2021-02-06 12:01:56, 665 ნახვა
ეკონომიკა
თამარ არჩუაძე: 2021 წლის ზაფხულის სანავიგაციო სეზონზე მგზავრების მისაღებად აქტიურად ვემზადებით
დასასრულს უახლოვდება ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის ახალი ტერმინალის სარემონტო სამუშოები. ბოლო ეტაპზეა შიდა ინტერიერის მოწყობა. სარემონტო სამუშაოები ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ და სახელმწიფო რწმუნებულმა იმერეთის მხარეში ზვიად შალამბერიძემ მოინახულეს. გაწეული სამუშოების შესახებ ინფორმაცია მათ საქართველოს აეროპორტების გაერთიანების დირექტორმა თამარ არჩუაძემ გააცნო. ,,დამამთავრებელ ფაზაშია ქუთაისის აეროპორტის ახალი ტერმინალის სარემონტო სამუშაოები. პოლონური კომპანია Dimark group-ის მიერ დამონტაჟდა ბარგის მართვის სისტემა, რომელიც უკვე გავტესტეთ და მუშაობს გამართულად. ასევე, დამონტაჟებულია და გამართულია სახანძრო და წყალმომარაგების სისტემები. ამჟამად მიმდინარეობს სააეროპორტო აღჭურვილობის მონტაჟი. აეროპორტს ასევე ექნება, ახალი საკონტროლო გამშვები პუნქტი, უფრო მეტი სარეგისტრაციო დახლები. 2021 წლის ზაფხულის სანავიგაციო სეზონზე მგზავრების მისაღებად აქტიურად ვემზადებით. ქუთაისის აეროპორტში მოსულ მგზავრებს დახვდებათ გაფართოებული ტერმინალი და ახალი სერვისები,-‘’განაცხადა თამარ არჩუაძემ. დავით აღმაშენებლის სახელობის ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის ახალ ტერმინალში 18 სარეგისტრაციო დახლი მოეწყო, საიდანაც ორი ე.წ. baggage drop off იქნება და მგზავრები რეგისტრაციის ონლაინ რეჟიმში გავლის შემთხვევაში, ბარგის ჩაბარებას თავისით შეძლებენ. მოეწყო ე.წ. მწვანე გადახურვა, ტერასა გამწვანებით. ახალი ტერმინალის სარემონტო სამუშაოების დასრულების შემდეგ, დაიწყება არსებული ტერმინალის სარემონტო სამუშაოები. რის შემდეგაც ორივე ტერმინალი გაერთიანდება და აეროპორტს ექნება საერთო ტერმინალი, მოფრენისა და გაფრენის დარბაზებით და ყველა იმ აღჭურვილობით, რომელიც აეროპორტის ოპერირებისთვის არის საჭირო. განახლებულ აეროპორტს 7 გასასვლელი (ე.წ. Gate) ექნება და საათში 1200 მგზავრის შეუფერხებლად გატარებას შეძლებს, რაც აეროპორტის არსებულ გამტარუნარიანობას ოთხჯერ გაზრდის.
თურქეთმა პოლონეთში, Starlink-ის სადგურზე მომხდარი ცეცხლის წაკიდების საქმეზე 85 ადამიანი დააკავა
გერმანელების თითქმის 90% თვლის, რომ მთავრობა ვერ უმკლავდება ქვეყნის პრობლემებს
უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა მოსკოვს პუტინის მონაწილეობით გამართული სამიტის დღეს შეუტიეს
დიდი ბრიტანეთი ევროკავშირთან თავისუფალი გადაადგილების შესაძლო აღდგენაზე საუბრობს
|
რედაქტორის რჩევით
აშშ-ის ბინძური საარჩევნო რბოლა:შეურაცხყოფა და დამცირება, რა ხდება არჩევნებამდე
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)