|
2021-02-06 10:09:42, 552 ნახვა
რეგიონი
სალთვისის სარწყავი სისტემის რეაბილიტაცია მიმდინარეობს
შპს „საქართველოს მელიორაციის“ გენერალური დირექტორი დავით წითლიძე შიდა ქართლის რეგიონში სალთვისის სარწყავი სისტემის სარეაბილიტაციო და სამშენებლო სამუშაოებს გაეცნო. „სამელიორაციო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება ქვეყნის მასშტაბით აქტიურად მიმდინარეობს. გორის მუნიციპალიტეტში აღდგენითი სამუშაოები უტარდება სალთვისის მაგისტრალურ და წყალგამანაწილებელ არხებს საერთო სიგრძით 30 კილომეტრი. პროქტი ასევე მოიცავს რკინაბეტონის ღარებისა და სხვადასხვა ჰიდროტექნიკური ნაგებობების მოწყობას“, - განაცხადა დავით წითლიძემ. ჩატარებული სამუშაოების შედეგად, რეგიონში 2000 ჰექტარზე მეტი სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობი სტაბილურად მოირწყვება. აღდგენილი საირიგაციო სისტემით გორისა და ქარელის მუნიციპალიტეტების 7 სოფლის - (ქვემო ხვითი, ყელქცეული, ქარელი, ძლევიჯვარი, დირბი, ბრეთი, ბრეთის მეურნეობა) მოსახლეობა ისარგებლებს. პროექტის ჯამური ღირებულებაა - 3 877 000 ლარი. საირიგაციო სისტემაზე მიმდინარე სამუშაოები 2022 წელს დასრულდება.
|
რედაქტორის რჩევით
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ივანიშვილთან ერთად ვინ აფინანსებს ტელეიმედს და ვის ემუქრება მეორადი სანქციები
ომი უკრაინაში
არა მხოლოდ აღდგომისთვის: უკრაინამ რუსეთს შესთავაზა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების გახანგრძლივება
უკრაინის მთავარმა მომლაპარაკებელმა „უზარმაზარი პროგრესის“ შესახებ განაცხადა და პუტინთან შეთანხმების მიღწევის შესაძლებლობა არ გამორიცხა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)