2021-02-06 09:26:46, 944 ნახვა
ომი უკრაინაში
თურქეთში კორონავირუსის 7 901 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 110 პაციენტი
თურქეთში კორონავირუსის 7 901 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 110 პაციენტი.
აღნიშნულ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებზე დაყრდნობით ავრცელებს.
ამასთანავე, ქვეყანაში გასული დღე-ღამის განმავლობაში კოვიდ19-ისგან 8 217 პაციენტი გამოჯანმრთელდა და ვირუსისგან განკურნებულთა საერთო რიცხვი 2.4 მილიონამდე გაიზარდა.
პანდემიის დაწყებიდან დღემდე, თურქეთში კორონავირუსის 2.51 მილიონი შემთხვევაა გამოვლენილი. მათ შორის, პანდემიამ 26 577 ინფიცირებულის სიცოცხლე იმსხვერპლა.
ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან