|
2021-02-05 13:32:45, 597 ნახვა
ეკონომიკა
სოფლის მეურნეობის სამინისტროში ეროვნული სატყეო სააგენტოს განვითარების სტრატეგიასა და სააგენტოს სამომავლო განვითარების მიმართულებებზე იმსჯელეს
ეროვნული სატყეო პროგრამის მე-4 სამუშაო ჯგუფის ,,ინსტიტუციური რეფორმა“ ფარგლებში გამართულ შეხვედრაზე, მონაწილეებმა ეროვნული სატყეო სააგენტოს განვითარების სტრატეგია, ასევე, სამოქმედო გეგმა (2021-2026) განიხილეს და ეროვნული სატყეო სააგენტოს სამომავლო განვითარების მიმართულებებზე იმსჯელეს. შეხვედრას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილეები ნინო თანდილაშვილი და იური ნოზაძე, გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების, სამეცნიერო წრეების, საერთაშორისო ორგანიზაციების და სხვა დაინტერესებული მხარეების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. „2020 წელს, საქართველოს პარლამენტმა დაამტკიცა ტყის კოდექსი, რომელიც ტყის მდგრადი მართვის პრინციპებზე დაყრდნობით შემუშავდა და რომელიც მნიშვნელოვნად შეცვლის ტყის მართვის ამჟამად არსებულ პრაქტიკას. კოდექსის აღსრულებისთვის აუცილებელია ეროვნული სატყეო სააგენტოს რეფორმირება და მართვის ახალი მოდელის შექმნა, რაც გულისხმობს სატყეო სააგენტოს ტყის მართვის მრავალმიზნობრივ უწყებად ეტაპობრივ გარდაქმნას. სააგენტო უფლებამოსილი გახდება, მართოს ტყე და ტყითსარგებლობიდან მიღებული შემოსავლების რეინვესტირება ტყის აღდგენაში, ხანძრების პრევენციაში, ინფრასტრუქტურის მოწყობასა და ტყის მართვის სხვა საქმიანობებში განახორციელოს“, - განაცხადა ნინო თანდილაშვილმა. სიტყვით გამოსვლისას, იური ნოზაძემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ სტრატეგიული გეგმის შემუშავების დროს, სააგენტომ გაითვალისწინა ყველა ის ფაქტორი, რამაც უნდა განაპირობოს ღონისძიებების ეფექტიანად განხორციელება. „ეროვნული სატყეო სააგენტოს განვითარების სტრატეგიით და სამოქმედო გეგმით (2021-2026) განისაზღვრა ის ძირითადი აქტივობები, რომლებიც განხორციელდება მომდევნო 5 წლის განმავლობაში. მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ შეიქმნება მართვის ახალი მოდელი, რომელიც უზრუნველყოფს ეფექტიან ტყითსარგებლობას“, - განაცხადა იური ნოზაძემ. როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, სატყეო სექტორის განვითარებაში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია დონორი ორგანიზაციების მხარდაჭერა. ეროვნული სატყეო პროგრამა (NFP) კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციათა ქსელის CENN და გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების GIZ მხარდაჭერით ხორციელდება.
თურქეთმა პოლონეთში, Starlink-ის სადგურზე მომხდარი ცეცხლის წაკიდების საქმეზე 85 ადამიანი დააკავა
გერმანელების თითქმის 90% თვლის, რომ მთავრობა ვერ უმკლავდება ქვეყნის პრობლემებს
უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა მოსკოვს პუტინის მონაწილეობით გამართული სამიტის დღეს შეუტიეს
დიდი ბრიტანეთი ევროკავშირთან თავისუფალი გადაადგილების შესაძლო აღდგენაზე საუბრობს
|
რედაქტორის რჩევით
აშშ-ის ბინძური საარჩევნო რბოლა:შეურაცხყოფა და დამცირება, რა ხდება არჩევნებამდე
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)