2021-02-05 12:55:26, 680 ნახვა
საზოგადოება
ოკუპირებული ცხინვალის ე.წ სასამართლომ ზაზა გახელაძეს 12 წლით 6 თვით პატიმრობა მიუსაჯა
ოკუპირებული ცხინვალის ე.წ სასამართლომ უკანონოდ დაკავებულ ზაზა გახელაძეს 12 წლით 6 თვით პატიმრობა მიუსაჯა.
აღნიშნულ ინფორმაციას სააგენტო "ეხო კავკაზა" ავრცელებს.
სააგენტოს ინფორმაციით, გახელაძე დამნაშავედ ცნეს რუსეთის სისხლის სამართლის კოდექსის 317-ე მუხლით (სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის სიცოცხლის ხელყოფა) და 322-ე მუხლით (სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთა).
შეგახსენებთ, რომ ზაზა გახელაძე საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა გასული წლის 11 ივლისს დააკავეს, რა დროსაც ის ფეხში დაიჭრა.
ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან