09:39 - 12 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-02-04 10:48:24, 605 ნახვა

რეგიონი
„ჯორჯიან მანგანეზი“ ჭიათურის სამთო-გამამდიდრებელი კომბინატის შენობაში საქმიანობას წყვეტს

„ჯორჯიან მანგანეზი“ ჭიათურის სამთო-გამამდიდრებელი კომბინატის შენობაში საქმიანობას წყვეტს, - ამის შესახებ ინფორმაციას „ჯორჯიან მანგანეზი“ ავრცელებს.

კომპანიის ხელმძღვანლობის გადაწყვეტილებით, შენობა დღეიდან ახალ სიცოცხლეს შეიძენს, მას საზოგადოებრივ-საგანმანათლებლო ცენტრის დატვირთვა ექნება და ძირითადად, ორიენტირებული იქნება ადგილობრივი ახალგაზრდებისა და ბავშვების მხარდაჭერაზე.

„ცენტრი ყველა პირს ან ორგანიზაციას, მათ შორის, არასამთავრობო სექტორს შესაძლებლობას მისცემს, განახორციელოს საგანმანათლებლო, კულტურული, შემეცნებითი, ტურისტული მიმართულების, ასევე, ახალი ბიზნესპროექტები. კომპანია მიიჩნევს, რომ ეს საუკეთესო საჩუქარია ქალაქისთვის, რაც ადგილობრივ მოსახლეობას შესაძლებლობას მისცემს, ყველა ის საქმიანობა განახორციელოს, რაც ჭიათურის კეთილდღეობას ხელს შეუწყობს. დაინტერესებული პირებისა და ჯგუფებისთვის შენობის სივრცის დათმობის გარდა, „ჯორჯიან მანგანეზი“ მზად არის, ყველა საინტერესო პროექტსა და ინიციატივას მხარი დაუჭიროს. ჭიათურის სამთო-გამამდიდრებელი კომბინატის შენობიდან ადმინისტრაციის გასვლის საფუძველი კომპანიაში ცოტა ხნის წინ ჩატარებული რესტრუქტურიზაცია გახდა.

რესტრუქტურიზაციის საფუძველზე, კომპანიის საწარმოო ობიექტები მმართველობაში კერძო ფირმებს გადაეცათ და ისინი „ჯორჯიან მანგანეზის“ ლიცენზიის ქვეშ მუშაობენ. კომპანია მიიჩნევს, რომ ეს ბიზნესსაქმიანობის წარმართვის ეფექტური ფორმაა, რამაც მენეჯმენტსა და დასაქმებულ პირთა ურთიერთობა მოქნილი, ხოლო კერძო ფირმების საქმიანობა უფრო ქმედითი გახადა“, - აღნიშნულია კომპანიის ინფორმაციაში.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
დღეს აღდგომაა - ქრისტე აღდგა!
ფოთისა და ხობის მიტროპოლიტის სააღდგომო გზავნილი
პატრიარქის მოსაყდრის, მიტროპოლიტ შიო მუჯირის სააღდგომო ეპისტოლე - სრულად
რომელ ქუჩებზე დაწესდება შეზღუდვები თბილისში 12-13 აპრილს - თბილისის მერია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics