09:44 - 12 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-02-03 17:07:34, 615 ნახვა

რეგიონი
ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფო ვაქცინაციის პროცესში ჩაერთვება

საქართველოს მთავრობამ COVID-19-ის ვაქცინაციის ეროვნული გეგმა დაამტკიცა, რომელიც ეფუძნება საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკასა და ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის სტანდარტებს.

ვაქცინაციის პროცესში ის  დიდი კლინიკები ჩაერთვებიან, რომლებსაც აქვთ შესაბამისი რესურსი, როგორც  პაციენტთა ნაკადების მართვის, ასევე შესაბამისი აღჭურვის თვალსაზრისით.

ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფო იქნება ერთ-ერთი ცენტრი, სადაც განხორციელდება ვაქცინაცია.

რესპუბლიკური საავადმყოფოში მიმდინარე მზადების პროცესს დღეს ადგილზე გაეცნენ აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე და აჭარის ჯანდაცვის მინისტრი.

„საქართველოს მთავრობამ დაამტკიცა კოვიდ-19-ის ვაქცინაციის გეგმა და თებერვალში ჩვენი ქვეყანა ერთ-ერთი პირველი მიიღებს ვაქცინას. ამისთვის მნიშვნელოვანია, რომ ქვეყანა და მათ შორის აჭარის რეგიონი მოემზადოს ვაქცინაციის სრულყოფილად განხორციელებისთვის. ვაქცინაცია იქნება ნებაყოფლობითი და მოქალაქეებს მიეცემათ საშუალება ჩაერთონ ვაქცინაციის პროგრამაში. საქართველოს მასშტაბით შეირჩა დიდი კლინიკები, მათ შორის ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფო, რომელიც მზად არის ვაქცინაციის განსახორციელებლად როგორც ინფრასტრუქტურულად, ასევე ადამიანური რესურსების კუთხით. დარწმუნებული ვარ ვაქცინაცია იქნება ერთ-ერთი ძირითადი ინსტრუმენტი, რომლითაც ჩვენ შევძლებთ  პანდემიასთან გამკლავებას" - განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ.

ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფო  მზად არის ვაქცინის მისაღებად და პროცესის დასაწყებად.  საქართველო „ფაიზერის" ვაქცინას  თებერვლის შუა რიცხვებისთვის მიიღებს.  ეროვნული გეგმის შესაბამისად, ვაქცინის მიღებისთანავე სამედიცინო პერსონალის ვაქცინაცია დაიწყება.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
დღეს აღდგომაა - ქრისტე აღდგა!
ფოთისა და ხობის მიტროპოლიტის სააღდგომო გზავნილი
პატრიარქის მოსაყდრის, მიტროპოლიტ შიო მუჯირის სააღდგომო ეპისტოლე - სრულად
რომელ ქუჩებზე დაწესდება შეზღუდვები თბილისში 12-13 აპრილს - თბილისის მერია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics