10:03 - 17 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-02-03 15:43:22, 1011 ნახვა

საზოგადოება
„ავერსი-რაციონალი“ პირველი კომპანიაა, რომელმაც საქართველოს ნაციონალური GMP სერტიფიკატი მოიპოვა

„ავერსი-რაციონალს“  2021 წლის 1 თებერვალს გადაეცა საქართველოში პირველი ნაციონალური GMP სერტიფიკატი, რომელიც, ადასტურებს საწარმოს და აქ წარმოებული მედიკამენტების მაღალ ხარისხს.

 „ავერსი-რაციონალმა“ ჯერ კიდევ 2008 წელს მიიღო ევროპული GMP EU სერტიფიკატი გერმანული კომპანია TÜV SÜD Industie Service, GmbH-ის მიერ.

გასულ წელს „ავერსი-რაციონალმა“ მოიპოვა ევრაზიის ეკონომიკური კავშირის GMP EAEU სერტიფიკატი, რომელიც ასევე პირველია საქართველოში.

„ავერსი-რაციონალი“ ფლობს ISO 9001-ის გერმანულ სერტიფიკატს (TÜV SÜD Management Service GmbH). საწარმოს ხარისხის კონტროლის ლაბორატორიები 2014 წლიდან არიან აკრედიტებულნი ISO 17025-ის მიხედვით. ისინი რეგულარულად, წარმატებით მონაწილეობენ EDQM-ისა და სხვა ავტორიტეტული საერთაშორისო ორგანიზაციების კონკურსებში.

,,ავერსი-რაციონალი“ საქართველოში პირველია, ვინც ეს სერტიფიკატი მოიპოვა.

აღნიშნული ინსპექტირება ადგილობრივი მწარმოებლებისთვის სავალდებულო მხოლოდ 2022 წლის იანვრიდან გახდება და ძალზედ საამაყოა, რომ ,,ავერსი-რაციონალმა“, როგორც ევროპული სტანდარტების მქონე საწარმომ, საკუთარი ინიციატივით, ნებაყოფლობით რეჟიმში მოითხოვა აღნიშნული ინსპექტირების ჩატარება, რომელიც  წარმატებით გაიარა.

გაცემული პირველი ნაციონალური GMP - სერტიფიკატი კომპანიისთვისაც და ზოგადად დარგისთვისაც, ისტორიული მნიშვნელობისაა. აღნიშნული სერტიფიკატი, სხვა მანამდე არსებულ სერტიფიკატებთან ერთად, კვლავაც ადასტურებს "ავერსი-რაციონალის" და აქ  წარმოებული მედიკამენტების მაღალ ხარისხს!





ავტორი: R (რეკლამა),


სოციალური ქსელები
მეუფე ზენონი: ეკლესიის პასუხისმგებლობაა, შეახსენოს ყველას, ძალაუფლება არ დგას კანონზე მაღლა
„ისინი არასტაბილურ მდგომარეობაში არიან.“ ესტონეთმა რუსეთთან მოლაპარაკებების შეწყვეტისკენ მოუწოდა
უკრაინაში რუსეთის დანაშაულებზე სპეციალური ტრიბუნალი ჰააგაში განთავსდება
ივანიშვილის რეჟიმმა, 8 თვის ორსული უკრაინელი ჟურნალისტი საქართველოში არ შემოუშვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics