10:55 - 17 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-02-03 11:24:57, 604 ნახვა

საზოგადოება
თურქეთიდან ჩამოსული მოქალაქეები ქვეყანაში PCR ტესტის უარყოფითი პასუხით შეძლებენ შემოსვლას

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, ნათია თურნავას განცხადებით, ქვეყნების ჩამონათვალს, საიდანაც ვიზიტორი PCR ტესტის ნეგატიური პასუხით შემოდის, თურქეთის რესპუბლიკა ემატება და აქედანაც სტუმრები ასეთი გამარტივებული წესებით შემოვლენ.

როგორც ეკონომიკის მინისტრმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე აღნიშნა, 15 თებერვლიდან საერთაშორისო ფრენების რაოდენობა მოიმატებს"ქვეყნების ჩამონათვალს, საიდანაც PCR ტესტით შემოდის მოქალაქე ემატება თურქეთის რესპუბლიკა, ჩვენი დიდი მეზობელი და აქედანაც ველოდებით ვიზიტორებს უფრო გამარტივებული წესებით", - თქვა ნათია თურნავამ.

„ქვეყნების ჩამონათვალს, საიდანაც „პისიარ“ ტესტით შემოდის ვიზიტორი, ემატება თურქეთის რესპუბლიკა, ჩვენი დიდი მეზობელი და აქედანაც ველოდებით ვიზიტორებს უფრო გამარტივებული წესებით. ანუ „პისიარ“ ტესტის ნეგატიური პასუხით და მესამე დღეს უკვე ჩვენს ქვეყანაში პისიარ ტესტის ჩატარებით. ეს არის კარგი, დამაიმედებელი ინფორმაცია როგორც ბიზნესისთვის, ასევე ტურიზმისთვის, რადგან ყოველთვის ტურისტებისწყარო იყო ჩვენი მეზობელი ქვეყანა და ასევე საკმაოდ ბევრი ბიზნეს ვიზიტორი გვსტუმრობს თურქეთიდან“, – აღნიშნა თურნავამ.

 





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
პატრიარქი შიო III ოჯახის სიწმინდის დღესთან დაკავშირებით, სამების ტაძარში პირველ სადღესასწაულო წირვას აღავლენს
17 მაისი ჰომოფობიისა და ტრანსფობიის წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო დღეა
მეუფე ზენონი: ეკლესიის პასუხისმგებლობაა, შეახსენოს ყველას, ძალაუფლება არ დგას კანონზე მაღლა
„ისინი არასტაბილურ მდგომარეობაში არიან.“ ესტონეთმა რუსეთთან მოლაპარაკებების შეწყვეტისკენ მოუწოდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics