|
2021-02-01 15:32:25, 558 ნახვა
პოლიტიკა
პრემიერი - სამხარეო დეპარტამენტის ხელმძღვანელების როტაცია სწორი პრაქტიკაა, ასე ხდება ყველგან, მათ შორის ჩვენთანაც
სამხარეო დეპარტამენტის ხელმძღვანელების როტაცია სწორი პრაქტიკაა, ასე ხდება ყველგან, მათ შორის ჩვენთანაც, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ შინაგან საქმეთა სამინისტროში განხორციელებულ საკადრო ცვლილებებზე საუბრისას განაცხადა. მისი თქმით, აღნიშნული თანამდებობები დატოვეს ადამიანებმა, რომლებიც ჯერ კიდევ მისი შინაგან საქმეთა მინისტრობისას იყვნენ დანიშნულნი. „ჯერ ერთი მინდა გითხრათ, ყოველთვის მიჭირს ჭორების კომენტარები. შს მინისტრი მეც ვიყავი და საერთოდ შინაგან საქმეთა სამინისტროში ეს არის უაღრესად მნიშვნელოვანი, სწორი პრაქტიკა. ეს ადამიანები, რომლებიც ჯერ კიდევ ჩემს დროს იყვნენ დანიშნული, ორ წელიწადზე მეტია, ამ თანამდებობებზე მსახურობდნენ. ახლა ხდება მათი როტაცია, ეს არის ნორმალური. მაშინ მე ვნიშნავდი დეპარტამენტის უფროსებს, დღეს ბატონი გომელაური არის მინისტრი და ის ნიშნავს მათ. ეს არის ნორმალური, ასე ხდება ყველგან და ასე უნდა მოხდეს ჩვენთანაც“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)