|
2021-02-01 13:37:35, 506 ნახვა
საზოგადოება
„გაეროს ბავშვთა ფონდი“ - საქართველოში სკოლების დახურვამ 50 000-ზე მეტი ბავშვი განათლების გარეშე დატოვა
საქართველოში სკოლების დახურვამ 50 000-ზე მეტი ბავშვი განათლების გარეშე დატოვა, - ამის შესახებ UNICEF-ის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული. „გაეროს ბავშვთა ფონდში“ აღნიშნავენ, რომ ქვეყანაში შეზღუდვების შემსუბუქების დროს, პირველ რიგში მნიშვნელოვანია გაიხსნას სკოლები. ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ სკოლების დახურვამ უარყოფითად იმოქმედა ბავშვებზე, მთელ მსოფლიოში, რადგან გაუარესდა მათი წერა-კითხვის უნარები, ასევე აბაზისო მათემატიკის ცოდნა და 21-ე საუკუნისთვის საჭირო კომუნიკაციები. „გაეროს ბავშვთა ფონდი მიესალმება მთავრობის გეგმას, ეტაპობრივად გაიხსნას სკოლები საქართველოს ქალაქებსა და სოფლებში. ქვეყანაში COVID-19 პანდემიასთან დაკავშირებული შეზღუდვების გაუქმებისას პრიორიტეტი უნდა იყოს სკოლებისა და სკოლამდელი დაწესებულებების უსაფრთხო გახსნა. სკოლების დახურვამ უარყოფითად იმოქმედა ბავშვებზე მთელ მსოფლიოში. გაუარესდა ბავშვებში წერის, კითხვის უნარები, საბაზისო მათემატიკის ცოდნა და 21-ე საუკუნისათვის საჭირო კომპეტენციები. მათი ჯანმრთელობა, განვითარება, უსაფრთხოება და კეთილდღეობა საფრთხეშია. ყველაზე დაუცველი ბავშვები - შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვები, ღარიბ ოჯახებში მცხოვრები ბავშვები - ყურადღების მიღმა დარჩენის განსაკუთრებით დიდი რისკის ქვეშ არიან. თანატოლებთან ყოველდღიური ურთიერთობის, ფიზიკური აქტივობის გარეშე დარჩენილი ბავშვების ჯანმრთელობა უარესდება, გახშირდა ბავშვებში ფსიქიკური დარღვევების ნიშნები. უსაფრთხოების ინსტიტუციური მექანიზმის გარეშე, რომელსაც ხშირად სკოლა უზრუნველყოფს, ისინი უფრო დაუცველნი არიან ძალადობის, ბავშვთა ქორწინებისა და ბავშვთა შრომის საფრთხეებისგან. სწორედ ამიტომ, სკოლების დახურვა უნდა იყოს უკიდურესი ღონისძიება, ყველა სხვა ალტერნატივის განხილვის შემდეგ. თუ ბავშვებს მოუწევთ კიდევ ერთი წელი სკოლის გარეშე ცხოვრება, ამას გავლენა მთელ თაობებზე ექნება. სკოლის გახსნა-დაკეტვის შესახებ გადაწყვეტილებების მიღებისას მთავარი განმსაზღვრელი უნდა იყოს ადგილობრივ დონეზე ვირუსის გადაცემის რისკის შეფასება. უნდა არსებობდეს სხვადასხვა გარემოზე მორგებული განსხვავებული სტრატეგიები და ის სკოლები, რომლებიც აკმაყოფილებენ COVID-19-ის უსაფრთხოების წესებს და იცავენ შესაბამის რეგულაციებს, უნდა გაიხსნას. იქ, სადაც ვირუსის საზოგადოებრივი გადაცემის მაღალი მაჩვენებელია, სადაც ჯანდაცვის სისტემები ექსტრემალური ზეწოლის ქვეშ არის და სკოლების დახურვა გარდაუვალია, უნდა გატარდეს საპასუხო დამცავი ზომები. ეს გულისხმობს იმის უზრუნველყოფას, რომ ძალადობის რისკის ქვეშ მყოფმა ბავშვებმა, ბავშვებმა, რომლებიც სკოლის კვების იმედად არიან და ბავშვებმა, რომელთა მშობლებიც წინა ხაზის მუშაკებად შრომობენ, შეძლონ სწავლის გაგრძელება საკლასო ოთახებში. საქართველოს რამდენიმე დიდ ქალაქში COVID-19-ის გამო ბავშვებისთვის დღემდე დახურულია სკოლები, რაც მათ მთლიანად დამოკიდებულს ხდის დისტანციურ სწავლებაზე. ახლა, როდესაც ციფრული სწავლება განათლების მიღების ძირითადი საშუალება გახდა, ინტერნეტზე არათანაბარი ხელმისაწვდომობა კიდევ უფრო აღრმავებს არსებულ უთანასწორობას. სკოლების დახურვა საქართველოში 50 000-ზე მეტ ბავშვს ტოვებს განათლების გარეშე. ძალზე მნიშვნელოვანია, ჩატარდეს დამატებითი გაკვეთილები ბავშვებისთვის, რომლებსაც არ ჰქონდათ დისტანციურ სწავლებაში ჩართვის შესაძლებლობა, რათა ისინი არ ჩამორჩნენ სასწავლო პროგრამას. გაეროს ბავშვთა ფონდი ასევე მოუწოდებს, მასწავლებლებმა პრიორიტეტულად მიიღონ COVID-19-ის ვაქცინა, მას შემდეგ რაც მოხდება სამედიცინო პერსონალისა და მაღალი რისკის მქონე მოსახლეობის ვაქცინაცია. ეს ხელს შეუწყობს მასწავლებლების ვირუსისგან დაცვას, საშუალებას მისცემს მათ პირადად ჩაატარონ გაკვეთულები და შეინარჩუნონ გახსნილი სკოლები", - აღნიშნულია UNICEF-ის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
პატრიარქი შიო III ოჯახის სიწმინდის დღესთან დაკავშირებით, სამების ტაძარში პირველ სადღესასწაულო წირვას აღავლენს
17 მაისი ჰომოფობიისა და ტრანსფობიის წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო დღეა
მეუფე ზენონი: ეკლესიის პასუხისმგებლობაა, შეახსენოს ყველას, ძალაუფლება არ დგას კანონზე მაღლა
„ისინი არასტაბილურ მდგომარეობაში არიან.“ ესტონეთმა რუსეთთან მოლაპარაკებების შეწყვეტისკენ მოუწოდა
|
რედაქტორის რჩევით
ოცნების რეჟიმმა მხარი არ დაუჭირა იმ ადამიანის გასამართლებას, ვინც 412 ქართველის მოკლა და ანწუხელიძე აწამა
„ქართული ოცნების“ ღია ნაცისტური ჰომოფობიუფრი კამპანია, ტყუილები, მითები და დაშინება, ეკლესიის ჩართულობით
ომი უკრაინაში
რუსეთმა ლიმანის „ცეცხლოვანი კერის“ აღების შესახებ წელს მეორედ გამოაცხადა
კიევში გლოვის დღე გამოცხადდა, ბოლო ცნობით, რუსული რაკეტის თავდასხმისას 24 ადამიანი გარდაიცვალა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ ღია ნაცისტური ჰომოფობიუფრი კამპანია, ტყუილები, მითები და დაშინება, ეკლესიის ჩართულობით
მთავარი თემა
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)