|
2021-02-01 12:22:28, 574 ნახვა
პოლიტიკა
„ქართული ოცნება“ ISFED-ს დახურულ შეხვედრაზე განსახილველი ინფორმაციის გასაჯაროვებისკენ მოუწოდებს
„ქართული ოცნება“ მიმართავს ISFED-ს, ის ინფორმაცია, რაც მათ დახურულ შეხვედრაზე უნდა მიაწოდონ, გაასაჯაროვონ. ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა. „გვინდა გამოვეხმაუროთ სამართლიანი არჩევნების 29 იანვარს ჩატარებულ პრესკონფერენციას, რომელიც უბნების 8%-ზე დისბალანსის შესახებ მათ თავდაპირველ განცხადებას ეხებოდა. 1-ელ ნოემბერს წარმოდგენილ ანგარიშში ორგანიზაცია გ=ხაზი გაუსვა მათ ორ ძირითად მიგნებას: მათ განაცხადეს, რომ ცესკოს მონაცემები არ ემთხვეოდა პარალელური დათვლის შედეგებს და უბნების 8%-ში იყო მეტობით დისბალანსი, რასაც შესაძლოა ჰქონოდა 4.1%-იანი გავლენა არჩევნების შედეგებზე. სწორედ ეს ორი მიგნება გამოიყენეს ჩვენმა ოპონენტებმა არჩევნების გაყალბებასთან დაკავშირებით დეზინფორმაციის კამპანიის წარმოებისთვის. ჩვენ პირველივე დღეებში შევიტანეთ ეწვი ამ მიგნებების სისწორეში და მოვუწოდებდით სამართლიან არჩევნებს გადაემოწმებინა ეს შედეგები. არჩევნებიდან ერთი თვის თავზე „სამართლიანმა არჩევნებმა აღიარა რომ პარალელური დათვლის შედეგები იყო მცდარი. „სამართლიანი არჩევნების წარმომადგენლებმა პრესკონფერენციაზე გამოთქვეს პრეტენზია ზოგიერთი უბნის შესწორების ოქმის მიმართ, თუმცა ჩვენი მოწოდების მიუხედავად ისინი დღემდე არ ასაჯაროებენ იმ კონკრეტულ უბნებზე, რომლებთან მიმართებაშიც აქვთ პრეტენზია. მზად ვართ შევხვდეთ მათ წარმომადგენლებს, თუმცა იმის გათვალისწინებით, თუ რა რეზონანსი მოჰყვა მათ თავდაპირველ მცდარ ინფორმაციას და შემდეგ მის ეტაპობრივ შესწორებას, მნიშვნელოვანია, რომ „სამართლიანმა არჩევნებმა“ იზრუნოს ამ საკითხის გარშემო მეტ გამჭვირვალობაზე და ყველა ის ინფორმაცია, რაც მათ სურთ, რომ დახურულ შეხვედრაზე მოგვაწოდონ, გახადონ საჯარო საზოგადოებისთვის. ამით ისინი ეფექტიანად შეეწინააღმდეგებიან იმ დეზინფორმაციას, რომელსაც პოლიტიკური ჯგუფები ეწევიან“, - განაცხადა პაპუაშვილმა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)