2021-02-01 11:56:02, 1686 ნახვა
ომი უკრაინაში
სომხეთში კორონავირუსის 62 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
სომხეთში გასულ დღე-ღამეში კორონავირუსის 62 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, ხოლო 4 ადამიანი გარდაიცვალა.
ამის შესახებ ინფორმაციას ქვეყნის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.
მათივე მონაცემებით, ვირუსის გავრცელებიდან დღემდე ქვეყანაში კორონავირუსით სულ 167 088 დაინფიცირდა. მათგან 157 800 ადამიანი უკვე გამოჯანმრთელდა. რაც შეეხება ლეტალურ შემთხვევებს, მათი რიცხვი 3 084-ს შეადგენს.
ავტორი: ექსპრესნიუსი,