|
2015-01-30 11:27:56, 1665 ნახვა
პოლიტიკა
თამარ ბერუჩაშვილი ჯოზეფ ბაიდენს შეხვდა
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი თამარ ბერუჩაშვილი, აღმოსავლეთ ევროპის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის ფორმატში აშშ-ში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში ამერიკის შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტს ჯოზეფ ბაიდენს შეხვდა. საგარეო უწყების ინფორმაციით, შეხვედრას სლოვაკეთის საგარეო საქმეთა მინისტრი მიროსლავ ლაიჩაიკი, ესპანეთის ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი ანა პალასიო, ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრი ედგარს რინკევიჩი და აღმოსავლეთ ევროპის სახელმწიფოების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. როგორც თამარ ბერუჩაშვილმა განაცხადა, ამერიკის ვიცე-პრეზიდენტთან შეხვედრაზე საუბრის ერთ-ერთი თემა ასევე იყო ევროპის უსაფრთხოება ენეგრეტიკის სფეროში. აღინიშნა საქართველოს განსაკუთრებული წვლილი. რომ ქვეყანას აქვს კარგი გამოცდილება ევროპის ენერგეტიკულ უსაფრთხოებაში პროექტების განხორციელებაში. „საუბარი შეეხო სამხრეთის კორიდორის პროექტების თემას და ევროკავშირის და შეერთებული შტატების სერიოზულ ინტერესს. გაჟღერდა, რომ აუცილებელია ევროკავშირმა და შეერთებულმა შტატებმა გააძლიერონ იმ ქვეყნების დახმარება, რომელთაც თავიანთი ევროპული და ევროატლანტიკური არჩევანის შესახებ განაცხადეს. განსაკუთრებით გამახვილდა ყურადღება, საქართველოზე, როგორც წარმატებულ რეფორმატორ ქვეყანაზე, რომელმაც გარკვეული სირთულეების მიუხედავად ეს არჩევანი ღიად დააფიქსირა“, -აღნიშნა თამარ ბერუჩაშვილმა. ბერუჩაშვილის თქმით, საჭიროა კონსენსუსი ისეთ თემებზე, როგორიცაა ვიზა ლიბერალიზაცია, ასოცირების ხელშეკრულების სრულფასოვანი რატიფიკაცია და კონკრეტული გეგმის ჩამოყალიბება, როგორ უნდა დაეხმაროს ევროპა იმ ქვეყნებს, რომლებიც ევროკავშირის ასოცირებული პარტნიორები არიან. „საუბარი იყო კონკრეტულ მხარდჭერასა და შედეგებზე, რაც ასოცირების ხელშეკრულების განხორციელებასთან არის დაკავშირებული. აღინიშნა, რომ საქართველომ წარმატებით დაასრულა ვიზა-ლიბერალიზაციის პირველი ფაზა. შეხვედრაზე გაიჟღერა გზავნილმა, რომ იმ ქვეყნებმა, რომლებმაც ხელი მოაწერეს ასოცირების ხელშეკრულებას და აგრძელებენ რეფორმებს, უნდა მიიღონ მაქსიმალური მხარდაჭერა შეერთებული შტატებისა და ევროკავშირისგან. მნიშვნელოვანია, რომ შეერთებულმა შტატებმა ყველა ამ მიმართულებით გამოხატა თავისი მხარდაჭერა. გაგრძელდება შეხვედრები როგორც სახელმწიფო დეპარტამენტში, ასევე კონგრესში და მე იმედი მაქვს რომ საქართველო მიიღებს მხარდაჭერისა ჩვენი უმნიშვნელოვანესი პარტნიორის აშშ-ს მხრიდან“, - განაცხადა თამარ ბერუჩაშვილმა.
მარინ ლეპენი დემოკრატიის საფრთხის შესახებ აფრთხილებს და მაკრონის მთავრობას აკრიტიკებს
ფასების ზრდის წინააღმდეგ საპროტესტო აქციები: მილანში 50 ადამიანი დააკავეს, შეტაკებები ტურინსა და ბოლონიაშიც
თურქ მომღერალ ილიას იალჩინტაშს ნარკოტიკებთან დაკავშირებულ საქმეში მინიმუმ 10 წლით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება
ზელენსკიმ აშშ-სა და რუსეთს შორის შესაძლო დაახლოებას „ისტორიული შეცდომა“ უწოდა
|
რედაქტორის რჩევით
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
ომი უკრაინაში
Z-ბლოგერებმა უარყვეს რუსეთის გენერალური შტაბის მტკიცება, რომ მათ დონეცკის ოლქის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ქალაქი დაიკავეს
რუსეთმა სლავიანსკს FAB-250-ით დაარტყა: მრავალსართულიანი შენობები დაინგრა, არიან დაღუპულები და დაჭრილები.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია „ქართული ოცნების“ მიერ ოპოზიციის აკრძალვის მცდელობის შესახებ
დღის თემა
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)