2021-02-01 09:12:12, 547 ნახვა
საზოგადოება
დღეიდან სავაჭრო ცენტრები და მაღაზიები გაიხსნა
სავაჭრო ცენტრები და მაღაზიები დღეიდან გაიხსნა, თუმცა მუშაობის უფლება შაბათ -კვირას არ ექნებათ.
აღნიშნულის შესახებ გადაწყვეტილება საკოორდინაციო საბჭოზე მიიღეს.
„პირველი თებერვლიდან ბათუმში, ზუგდიდში, გორში, ფოთსა და თელავში აღდგება მუნიციპალური ტრანსპორტის, სკოლების, მაღაზიებისა და სავაჭრო ობიექტების მუშაობა. თბილისში, ქუთაისსა და რუსთავში პირველი თებერვლიდან განაახლებენ მუშაობას მაღაზიები და სავაჭრო ცენტრები. სკოლების და შესაბამისად მუნიციპალური ტრანსპორტის მუშაობის აღდგენა დაგეგმილია პირველი მარტიდან. ყველა ქალაქში ღია და დახურული ბაზრობები გაიხსნება 15 თებერვლიდან“, – განაცხადა ვიცე-პრემიერმა მაია ცქიტიშვილმა.
ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან