14:49 - 17 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-01-31 18:29:20, 1705 ნახვა

ომი უკრაინაში
მარტის პირველ ნახევარში საქართველოში ასტრაზენიკას ვაქცინა შემოვა

დადასტურებულია, რომ შემდეგი ვაქცინა, რომელიც საქართველოს მოეწოდება, „ასტრაზენეკასი“ იქნება - განცხადება ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ გააკეთა. 

მისი ინფორმაციით, ვაქცინას ქვეყანა მას მარტის პირველ ნახევარში მიიღებს.

"პირველ ეტაპზე ქვეყანაში შემოვა „ფაიზერის“ ვაქცინა, 29 250 დოზა, ორჯერადი გაკეთებით. ეს არის დაახლოებით 14 500 ადამიანის დოზა. როგორც მაქვს ინფორმაცია, ვაქცინა შემოვა თებერვლის მეორე ნახევარში. ასევე უკვე დადასტურებულია, რომ შემდეგი ვაქცინა, რომელიც მოგვეწოდება, იქნება „ასტრაზენეკასი“, 180-დან 300 ათას დოზამდე და ეს იქნება დიდი ალბათობით, მარტის პირველ ნახევარში" - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

თებერვლის თვეში შემოტანილი Pfizer-ის 30 000 დოზიდან დაახლოებით 15 000 მედიკოსის აცრა იგეგმება, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გენერალურმა დირექტორმა ამირან გამყრელიძემ „ექსპრესნიუსთან“ საუბრისას განაცხადა.

ოქსფორდის უნივერსიტეტი და ბრიტანულ-შვედური ფარმაცევტული კომპანია AstraZeneca კორონავირუსის წინააღმდეგ მათ მიერ ერთობლივად შექმნილი კანდიდატი ვაქცინის — ChAdOx1 nCoV-2019-ის დასკვნითი, მე-3 ფაზის შიდა მონაცემებს აქვეყნებენ. როგორც ეს მონაცემები აჩვენებს, ვაქცინა ეფექტიანად ახდენს COVID-19 (SARS-CoV-2)-ის პრევენციას და უზრუნველყოფს მისგან მაღალი დონის დაცვას.
უსაფრთხოების მონაცემთა ბაზაში თავმოყრილია კლინიკური ცდების მონაცემები, რომლებიც აპრილის შემდეგ 24 000 მოხალისეზე ჩატარდა გაერთიანებულ სამეფოში, ბრაზილიასა და სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში.
გადამწყვეტი ფაქტორია ისიც, რომ ვაქცინის განაწილება შეიძლება უკვე არსებულ სამედიცინო სისტემებში, ინახება მაცივრის ტემპერატურზე (2-8 °C).
ვაქცინის ფართომასშტაბიანი წარმოება უკვე მიმდინარეობს მსოფლიოს ათზე მეტ ქვეყანაში.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
„ჩვენ მისგან შორს უნდა დავიჭიროთ თავი“ - ევროპულმა ულტრამემარჯვენეებმა ტრამპს ზურგი აქციეს
იმოგზაურე გიორგი მოსიძესთან ერთად აზროვნების სამყაროში - ფოთში, გიორგი მოსიძესთან შეხვედრა გაიმართება
კობახიძე - ამჟამინდელ ევროკავშირს სერიოზული გამოწვევები აქვს
კობახიძე - საქართველოს, ევროპის მასშტაბით, ეკონომიკური ზრდის ყველაზე მაღალი ტემპი აქვს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics