|
2021-01-30 13:32:32, 685 ნახვა
პოლიტიკა
შალვა ნათელაშვილი - პარტიებისა და პოლიტიკოსების გარეშე, ქვეყანა ოლიგარქიული მონობისთვისაა განწირული
„ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერი, შალვა ნათელაშვილი სოციალურ ქსელში წერს, რომ პარტიებისა და პოლიტიკოსების გარეშე, ქვეყანა ოლიგარქიული მონობისთვისაა განწირული. ნათელაშვილი მოუწოდებს პოლიტიკურ პარტიებს, რომ არ მივიდნენ იმ საპროტესტო აქციებზე, სადაც აქციის ორგანიზატორები პოლიტიკოსებს კუთხეში დადგომას აიძულებენ. „ნებისმიერი აქციის ორგანიზატორები, რომლებიც გამოაცხადებენ, რომ პარტიები და პოლიტიკოსები არ სჭირდებათ, იმართებიან უშიშროების სტრუქტურებიდან. ეს იგივეა, რომ სული გხდებოდეს და ექიმზე უარი განაცხადო. მივმართავ ყველა პოლიტიკოსს, სადაც რიგით მონაწილეობასა და კუთხეში ატუზვას დაგავალებენ იმ აქციაზე ფეხი არ მიადგათ უთავმოყვარეოდ. სულიც ამოხდომიათ. თუ ვერ გაიგეს, რომ პარტიებისა და პოლიტიკოსების გარეშე ქვეყანა ოლიგარქიული მონობისთვისაა განწირული, მაშინ არავითარი აზრი ჩვენს თავგანწირვას არა ჰქონია და ვაცადოთ ღომის ჭამა მარტო“, - წერს ნათელაშვილი.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)