|
2021-01-29 17:42:40, 1223 ნახვა
პოლიტიკა
ეუთო-ში აშშ-ის მისია - ვიმუშავებთ საქართველოსა და ეუთო-ში საქართველოს მეგობართა ჯგუფთან, რათა რუსეთმა პასუხი აგოს
„ვიმუშავებთ საქართველოსთან, ეუთო-ში საქართველოს მეგობართა ჯგუფთან და საერთაშორისო ფორუმებზე, რათა რუსეთმა პასუხი აგოს“, - ამის შესახებ ნათქვამია ეუთო-ში აშშ-ის მისიის განცხადებაში. განცხადებაში აღნიშნულია, რომ შეერთებული შტატები მხარს უჭერს საქართველოს სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. „რუსეთის მცდელობები, გააკონტროლოს საქართველოს რეგიონები, აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი, ბორდერიზაციის გზით, თვითნებური დაკავებებით, გადაადგილების შეზღუდვით, მიუღებელია. ეს ქმედებები საფრთხეს უქმნის ამ ტერიტორიებზე მცხოვრები ადამიანების სიცოცხლესა და კულტურას, არ აძლევს მათ ხელმისაწვდომობის შესაძლებლობას. შეერთებული შტატები მხარს უჭერს საქართველოს სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. ჩვენ გავაგრძელებთ მუშაობას საქართველოსთან, ეუთოსთან საქართველოს მეგობართა ჯგუფთან და სხვა საერთაშორისო ფორუმებზე, რათა პასუხი აგოს რუსეთმა“, - ვკითხულობთ განცხადებაში.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)