16:48 - 22 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-01-29 16:17:49, 636 ნახვა

პოლიტიკა
მამუკა მდინარაძე ოპოზიციას - გამოდით სატელევიზიო მედიაბულინგის რისკისგან და შემოუერთდით მემორანდუმს

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მამუკა მდინარაძის განცხადებით, ოპოზიცია ძალიან ნერვიულობს სადეპუტატო მანდატების შეწყვეტასთან დაკავშირებით.

მამუკა მდინარაძემ მოუწოდა ოპონენტებს, გამოვიდნენ სატელევიზიო მედიაბულინკის რისკიდან და შეუერთდნენ მემორანდუმს, ან ახსნან, რატომ არ აკეთებენ ამას.

ამასთანავე, მამუკა მდინარაძემ აღნიშნა, რომ შეუძლებელია დალაგდეს ქვეყანაში ისე, როგორც მათ უნდათ, ბოკერიას სასაცილო რევოლუცია.

„ძალიან ნერვიულობენ ჩვენი ოპონენტები ამ საკითხთან დაკავშირებით.აქედან მოდის ჩემი აზრით ეს ნარატივი, როგორ უნდა შემოერთდნენ თუ შევუწყვეტთ სადეპუტატო მანდატებს, არის რამდენიმე დღე დარჩენილი და კიდევ ერთხელ მივმართავ ყველა დეპუტატს, რომელსაც შეუძლია ამ სატელევიზიო მედიაბულინგის რისკისგან გამოვიდნენ, შემოუერთდნენ მემორანდუმს ან ახსნან რატომ არ აკეთებენ ამას და თუ მათთვის არგუმენტებია დამატებითი საჭიროა, ნემისბიერ მათგანთან მზად ვარ შევხვდე და დამატებითი არგუმენტები წარვუდგინო. ასევე მოლაპარაკებების კარიც ღიაა. მე ვფიქრობ, რომ მათ უნდა მიიღონ გონივრული გადაწყვეტილება იმიტომ რომ შეუძლებელია დალაგდეს ამ ქვეყანაში, როგორც მათ უნდათ, ბოკერიას სასაცილო რევოლუცია“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
თიბისის კონცეპტის მხარდაჭერით ZEG Storytelling Festival გაიმართება
რაჟდენ კუპრაშვილი კორუფციაში ბრალდებული ყოფილი მაღალჩინოსანის ადვოკატი იქნება
ნანუკა ჟორჟოლიანმა მცხეთის იზოლატორი დატოვა
სუს-მა გრიგოლ ლილუაშვილის ყოფილი მოადგილე ლევან ახობაძე დააკავა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics