14:20 - 21 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-01-28 20:44:37, 561 ნახვა

კომენტარი
ვახტანგ გომელაური: ნდობის ჯგუფთან შეხვედრაზე განვიხილეთ თუ რა გაკეთდა, რას ვგეგმავთ მომავალში, რისი გამოსწორებაა საჭირო და რაზეც ვმუშაობთ

შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა პარლამენტში, ნდობის ჯგუფის სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან ისაუბრა.

მინისტრმა აღნიშნა, რომ დეპუტატებთან საუბარი იყო, 2020 წელს შინაგან საქმეთა სამინისტრომ თუ რა გააკეთა, რას ვგეგმავთ მომავალში, რა პრობლემები გვაქვს, რისი გამოსწორებაა საჭირო, რაზეც ვმუშაობთ.

„ნდობის ჯგუფში გავაკეთეთ მოხსენება, შინაგან საქმეთა სამინისტრომ. იყო რამდენიმე მნიშვნელოვანი ძირითადი თემა, ერთ-ერთ იყო სასაზღვრო პოლიცია.

ვისაუბრეთ, თუ რა გაკეთდა, რას ვგეგმავთ მომავალში, რა პრობლემები გვაქვს, რისი გამოსწორებაა საჭირო, რაზეც ვმუშაობთ. იყო რა თქმა უნდა, ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის თემა, რა იყო 2020 წელს, რა გავაკეთეთ, რა აღვკვეთეთ.

ასევე, ერთ- ერთი მნიშვნელოვანი თემა იყო, შეიძლება ხშირად არაპოპულარული, სტრატეგიული მილსადენების დაცვის უსაფრთხოება, რაც არის ძალიან მნიშვნელოვანი, შინაგან საქმეთა სამინისტრო ახორციელებს ამას და ამაზეც ვისაუბრეთ. საუბარი იყო საიდუმლო შესყიდვების საკითხზე, რაც გვაქვს, მცირე გვაქვს ძალიან შინაგან საქმეთა სამინისტროს, თუმცა ესეც წარვადგინეთ, თუ რაში გამოვიყენეთ ეს თანხები“, - განაცხადა ვახტანგ გომელაურმა





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
რუსეთთან ურთიერთობების საკითხში მთავრობის წარმომადგენლად გიორგი ზურაბაშვილი დაინიშნა
უვადო პატიმრობა მიესაჯა 22 წლის თამაზ მთივლიშვილის მკვლელობაში ბრალდებულ გიორგი პაპაშვილს
პარტიების მოთხოვნა მოსამართლეების აცილებაზე საკონსტიტუციოს პლენუმმა არ დააკმაყოფილა
დენის სისტემური ავარიების თავიდან აცილება შესაძლებელი იყო - სემეკის დასკვნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics