16:49 - 22 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-01-28 13:46:36, 604 ნახვა

პოლიტიკა
მამუკა მდინარაძე - ჩვენ არ ვართ კორუფციისგან თავისუფალი ქვეყანა

„ქართული ოცნების აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა, რომ საქართველო კორუფციისგან თავისუფალი ქვეყანა არაა.

როგორც ის ამბობს, დიქტატურის პირობებში უფრო რთულია კორუფციასთან ბრძოლა, ვიდრე დემოკრატიის პირობებში.

„კორუფციის ინდექსთან დაკავშირებით ჩვენ გვაქვს კარგი მაჩვენებელი იქიდან გამომდინარე, რომ ამ მიმართულებით მიდის კარგი მუშაობა. ეს იმას არ ნიშნავს, რომ ჩვენ კორუფციისგან თავისუფალი ქვეყანა ვართ. ჩვენ არ ვართ კორუფციისგან თავისუფალი ქვეყანა, მაგრამ გვაქვს ამ მიმართულებით ძალიან კარგი მონაცემები. დიქტატურის და ავტოკრატიის პირობებში კორუფციასთან ბრძოლა ადვილია და დემოკრატიის პირობებში ძალიან რთულია“, - განაცხადა მდინარაძემ.

შეგახსენებთ, რომ კორუფციის აღქმის ინდექსში საქართველო 45-ე ადგილზეა.





ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან


სოციალური ქსელები
თიბისის კონცეპტის მხარდაჭერით ZEG Storytelling Festival გაიმართება
რაჟდენ კუპრაშვილი კორუფციაში ბრალდებული ყოფილი მაღალჩინოსანის ადვოკატი იქნება
ნანუკა ჟორჟოლიანმა მცხეთის იზოლატორი დატოვა
სუს-მა გრიგოლ ლილუაშვილის ყოფილი მოადგილე ლევან ახობაძე დააკავა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics