|
2015-10-03 12:28:37, 927 ნახვა
ეკონომიკა
ღვინის ეროვნული სააგენტო - კახეთში ყურძნის რეალიზაციით მიღებულმა შემოსავლებმა 74 მილიონ ლარს გადააჭარბა
ღვინის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ამ დროისთვის, კახეთის რეგიონში 109 ათასი ტონა ყურძენია გადამუშავებული. სააგენტოს ცნობით, მოსავლის რეალიზაციის შედეგად მიღებულმა შემოსავლებმა 74 მილიონ ლარს გადააჭარბა. „2 ოქტომბერს დღეღამურად გადამუშავდა 5 439 ტ, რაც მიუთითებს, რომ რთველი კახეთში კვლავ აქტიურია. ყურძნის გადამუშავების პროცესი კახეთში შეფერხების გარეშე მიმდინარეობს. ღვინის ქარხნებში ყურძენი 13 ათასზე მეტმა მევენახემ ჩააბარა. ამ დროისთვის გადამუშავებულია რქაწითელი 56 ათას ტონამდე, საფერავი - 40 ათას ათას ტონამდე, ასევე 2,6 ათასი ტონა კახური მწვანე და 11,5 ათას ტონამდე სხვა ჯიშის ყურძენი. კახეთში ყურძნის გადამუშავება მუნიციპალიტეტების მიხედვით ასე გამოიყურება: გურჯაანი - 36,5 ათასი ტონა, თელავი - 24,7 ათასი ტონა, ყვარელი - 19,8 ათასი ტონა, სიღნაღი - 7,6 ათასი ტონა, ლაგოდეხი - 7,6 ათასი ტონა, დედოფლისწყარო - 2,2 ათასი ტონა, ახმეტა - 3,7 ათასი ტონა და საგარეჯო - 6,7 ათასი ტონა. დედოფლისწყაროსა და სიღნაღის რაიონებში რთველი ფაქტობრივად დასრულებულია. რთველის მიმდინარეობის შესახებ მოსახლეობის ინფორმირების მიზნით, მუშაობას განაგრძობს ცხელი ხაზი 2 47 01 01 და სპეციალური ინტერნეტ საიტი www.rtveli2015.gov.ge“, - ნათქვამია ღვინის ეროვნული სააგენტოს განცხადებაში.
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ საქართველოს ხელისუფლებას რუსოფობიის თავიდან აცილებისკენ მოუწოდა
რუსეთი საქართველოსა და მოლდოვას ოკუპირებული რეგიონებისთვის მოქალაქეობის მინიჭების საფასურს ცხრაჯერ შეამცირებს
ზახაროვა: დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენის ინიციატივა საქართველოდან უნდა მოდიოდეს
ყოფილმა პრემიერმა ციხიდან გავრცელებულ წერილში ხელისუფლება შანტაჟში დაადაშაულა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)