|
2021-01-27 13:24:27, 832 ნახვა
კომენტარი
კახა კახიშვილი - მესმის, რომ რთული პერიოდია, მაგრამ თუ არ ვხსნით, რა დახმარებას ვთავაზობთ მცირე ბიზნესს?
მესმის, რომ ძალიან რთული პერიოდია, რომ გახსნა შეიძლება იყოს უფრო მეტ პრობლემასთან დაკავშირებული, მაგრამ თუ არ ვხსნით ალტერნატივას რას ვთავაზობთ მცირე ბიზნესს?, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა კახა კახიშვილმა პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე, სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. მანვე აღნიშნა, რომ მცირე ბიზნესის წარმომადგენლებს აქვთ სესხები და მიუხედავად იმისა, რომ მათი ობიექტები აღარ აგრძლებენ მუშაობას, მათ კვლავ უწევთ საშემოსავლო გადასახადის, კომუნალურებისა და საბანკო სესხების ხდა. „ერთის მხრივ მე ვხედავ, რომ მთავრობა ყველაფერს აკეთბს მოსახლეობის დასახმარებლად, ქალაქ თბილისის მერია დახმარებას უჩენს მოქალაქეებს, მაგრამ ჩვენ გვაქვს პრობლემები, ეს არის დაკავეშირებული მცირე ბიზნესთან. ვიცი, რომ მთავრობის ადმინისტრაციში შედგა შეხვედრები, მაგრამ საკითხები არის ძალიან ცუდად. კერძოდ, ეს ადამიანები არიან ისინი, ვინც ბოლო ქონება ჩადეს ბანკებში, აიღეს სესხები და ამ სესხებით უზრუნველყოფდნენ ბიზნესის მუშაობას და ბიზნესიდან მიღებული თანხებით იკვებებოდნენ და ოჯახებს არჩენდნენ, მაგრამ ახლა, ამ დროს, ფაქტობრივად მივიღეთ ის, რომ დაკეტილია მათი ბიზნესი, სესხი სესხად არის და ამავდროულად, ურთულეს პირობებში არიან, არ არიან განთავისუფლებული საშემოსავლო გადასახადებისგან, კომუნალური გადასახადებისგან და საბანკო სესხებზე. რა შეგვიძლია ჩვენ, რა შეღავათები შეგვიძლია დავუწესოთ მცირე ბიზნესის წარმომადგენლებს, იმისთვის რომ გადარჩნენ. მესმის, რომ რთლი პერიოდია, მაგრამ ამავდროულად თუ არ ვხსნით, რას ვთავაზობთ ალტერნატივად და რა დახმარებას გავუწევთ მათ? ეს არ არის ერთ თვიანი ან ორ თვიანი ციკლი, რომ ადამიანმა აიტანოს“, - განაცხადა კახი კახიშვილმა.
რუსეთთან ურთიერთობების საკითხში მთავრობის წარმომადგენლად გიორგი ზურაბაშვილი დაინიშნა
უვადო პატიმრობა მიესაჯა 22 წლის თამაზ მთივლიშვილის მკვლელობაში ბრალდებულ გიორგი პაპაშვილს
პარტიების მოთხოვნა მოსამართლეების აცილებაზე საკონსტიტუციოს პლენუმმა არ დააკმაყოფილა
დენის სისტემური ავარიების თავიდან აცილება შესაძლებელი იყო - სემეკის დასკვნა
|
რედაქტორის რჩევით
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
ომი უკრაინაში
კიევი-ოდესის გზატკეცილზე რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა
რუსეთმა კიევის მეტროსადგურზე თავდასხმა განახორციელა, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა 8 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)