19:50 - 03 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-01-30 10:48:06, 541 ნახვა

ეკონომიკა
„ტექნო ბუმი“ მალე ნახევარ მილიონს გაათამაშებს

ტექნიკის ბაზარზე ყველაზე დაბალი ფასებითა და ტექნიკის მრავალფეროვანი არჩევანით გამორჩეული კომპანია „ტექნო ბუმი“ იანვრის დღესასწაულების დასრულებასთან დაკავშირებით ბოლო, გრანდიოზულ ფასდაკლებას 30 იანვარს, საღამოს 18:00 საათიდან 23:00 საათამდე, ხოლო 31 იანვარს, მთელი დღის განმავლობაში აცხადებს. 

მხოლოდ „ტექნო ბუმის“ მაღაზიათა ქსელში მსოფლიო ბრენდების ტექნიკას 50%-მდე ფასდაკლებით გაიყიდება, ყველა ნივთზე კი უპრეცედენტო, გრანდიოზული გათამაშების ბილეთს მიიღებთ.  

როგორც იცით,  სულ რაღაც ორ კვირაში, 14 თებერვალს, ტელეკომპანია „იმედის“ პირდაპირ ეთერში 21:45 საათზე, თქვენ გელოდებათ ”ტექნო ბუმის“ გრანდიოზული გათამაშების ბოლო, ფინალური ეტაპი, სადაც თამაშდება: ოროთახიანი ბინა თბილისში, ბოლო მოდელის ავტომობილი Mercedes Benz-ი და სუპერ-პრიზი - ნახევარი მილიონი ლარი. ეს შანსი კი ნამდვილად არ უნდა დაკარგოთ.

„ახალი წლის დღეების შემდეგ,  მომხმარებლებელთა  ბიუჯეტის გათვალისწინებით,  ქსელში წარმოდგენილ ყველა  ბრენდისა და მოდელის ტექნიკაზე, მხოლოდ ორი დღით, წარმოუდგენლად დაბალ ფასებს გთავაზობთ. რაც მთავარია, გრანდიოზული ფასდაკლების პარალელურად, კვლავაც მოქმედებს 0%-იანი განვადება, თქვენ შეძლებთ დიდი ფასდაკლებით და 0% - იანი განვადებით შეიძინოთ ტექნიკა და რაც მთავარია, შანსი გაქვთ, გამდიდრდეთ ნახევარი მილიონი ლარით”, - აცხადებენ „ტექნო ბუმში“. 

„ტექნო ბუმის“ გრანდიოზული ფასდაკლება და 0%-იანი განვადება თბილისის გარდა, რუსთავში, გორში, ზესტაფონში, ქუთაისში, ბათუმში, ჭიათურაში,  ზუგდიდში, ფოთში, ახალქალაქში, თელავში, ლანჩხუთსა და სენაკშია შესაძლებელი.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
სინოდის მომდევნო სხდომა 24 აპრილს გაიმართება
მეუფე ილარიონის თქმით, სინოდზე ასაკის ცენზზე შეთანხმებას ვერ მიაღწიეს, განათლებაზე არ უმსჯელიათ
წყნეთში, სკვერში დენის დარტყმის შედეგად გარდაცვლილი მოზარდის ოჯახი მომხდარზე პასუხისმგებლობას კალაძეს აკისრებს
მედვედევი: დროა, შევწყვიტოთ ტოლერანტული დამოკიდებულება მეზობლების EU-ში გაწევრიანების მიმართ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics