2021-01-26 17:28:34, 1014 ნახვა
პოლიტიკა
ევროსაბჭომ სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებაზე ანგარიში დაამტკიცა, სადაც საქართველოზეცაა საუბარი
ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულების შესახებ ანგარიში დაამტკიცა.
აღნიშნული ანგარიში 105 ხმით 20-ის წინააღმდეგ დამტკიცდა.
დოკუმენტის თანახმად, ამჟამად, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მინისტრთა კომიტეტი სტრასბურგის სასამართლოს დაახლოებით 5 000 გადაწყვეტილების აღსრულებას უწევს ზედამხედველობას.
აღნიშნულ ანგარიშში საუბარია საქართველო-რუსეთის დავაზე, რომელიც 206 წლის სექტემბრიდან 2007 წლის იანვრამდე რუსეთის ფედერაციაში საქართველოს მოქალაქეების დაკავებას, დაპატიმრებასა და დეპორტაციას ეხება.
დოკუმენტში აღნიშნულია, რომ სტრასბურგის სასამართლომ რუსეთ საქართველოს მთავრობისთვის სულ მცირე 1 500 მოქალაქის მორალური ზიანის ასანაზღაურებლად 10 ათასი ევროს ოდენობის კომპენსაცია დააკისრა.
ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან