2021-01-25 12:34:51, 502 ნახვა
საზოგადოება
NDI-ის კვლევის თანახმად, გამოკითხული მოსახლეობის 41% კოვიდვაქცინას გაიკეთებდა, 41% კი, არა
ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტისა და CRRC-საქართველოს მიერ დღეს გამოქვეყნებული კვლევის შედეგების თანახმად, კითხვაზე "კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა/აცრა რომ არსებობდეს, აიცრებოდით თუ არა თქვენ და თქვენი შვილები?, გამოკითხულთა 41% პასუხობს დიახ.
ამასთან, ამავე კითხვაზე, ასევე 41% პასუხობს, რომ კოვიდვაქცინას არ გაიკეთებდა, ხოლო 17% აცხადებს, რომ არ იცის.
ცნობისთვის, რესპონდენტები მარტივი შემთხვევითი შერჩევის გზით - შემთხვევით ნომერზე დარეკვის მეთოდით შეირჩნენ. კვლევის საველე სამუშაოები CRRC-მ 2020 წლის 17-24 დეკემბერს ჩაატარა. ყველა ინტერვიუ ჩატარდა სატელეფონო გამოკითხვის მეთოდით.
ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან