15:06 - 18 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-10-02 18:22:41, 524 ნახვა

პოლიტიკა
31 ოქტომბრის შუალედური არჩევნებისთვის კანდიდატების რეგისტრაცია დასრულდა

საარჩევნო ადმინისტრაციამ საქართველოს პარლამენტის და საკრებულოს შუალედური არჩევნებისთვის კანდიდატების რეგისტრაციის პროცესი დაასრულა.

საქართველოს პარლამენტის შუალედური არჩევნებისთვის №11 საგარეჯოს საარჩევნო ოლქში რეგისტრირებული არიან:

№ 8 ირმა ინაშვილი - „დავით თარხან-მოურავი, ირმა ინაშვილი − საქართველოს პატრიოტთა ალიანსი“

№ 41 თამარ ხიდაშელი - ბლოკი „ქართული ოცნება“

№ 42 ზურაბ ჯორბენაძე - საინიციატივო ჯგუფი

№ 43 მიხეილ ანდღულაძე - საინიციატივო ჯგუფი

№ 44 გიორგი დავითაია - საინიციატივო ჯგუფი

საქართველოს პარლამენტის შუალედური არჩევნებისთვის №65 მარტვილის საარჩევნო ოლქში რეგისტრირებული არიან:

№ 8 ეთერ მეძველია - „დავით თარხან-მოურავი, ირმა ინაშვილი − საქართველოს პატრიოტთა ალიანსი“

№ 41 სოსო დანელია - ბლოკი „ქართული ოცნება“

№ 42 აკაკი ახალაია - საინიციატივო ჯგუფი

საკრებულოს შუალედური არჩევნები ტარდება ჩაილურის (№11 საგარეჯოს საარჩევნო ოლქი) დიდი დმანისის (№24 დმანისის საარჩევნო ოლქი), ზედა ვანის (№53 ვანის საარჩევნო ოლქი) და გურიფულის (№66 ხობის საარჩევნო ოლქი) თემებში.

ჩაილურის თემში რეგისტრირებული კანდიდატები:

№ 7 მანანა ასანიშვილი - „უფლის სახელით - უფალია ჩვენი სიმართლე“

№ 8 ამირან  საგინაშვილი - „დავით თარხან-მოურავი, ირმა ინაშვილი − საქართველოს პატრიოტთა ალიანსი“

№ 41 ზაზა ჩიხლაძე - ბლოკი „ქართული ოცნება“

№ 45 მალხაზ გრძელიშვილი - საინიციატივო ჯგუფი

დიდი დმანისის თემში რეგისტრირებული კანდიდატი:

№ 41 მზია ნინიაშვილი - ბლოკი „ქართული ოცნება“

ზედა ვანის თემში რეგისტრირებული კანდიდატები:                                    

№ 41 რაული ძაგნიძე - ბლოკი „ქართული ოცნება“

№ 42 თამაზ სანადირაძე - საინიციატივო ჯგუფი

№ 43 კონსტანტინე გურგენიძე - საინიციატივო ჯგუფი

გურიფულის თემში რეგისტრირებული კანდიდატები:

№ 8 ტარიელ ზარანდია - „დავით თარხან-მოურავი, ირმა ინაშვილი − საქართველოს პატრიოტთა ალიანსი“

№ 41 მელორი გელანტია - ბლოკი „ქართული ოცნება“

მედია და სადამკვირვებელო ორგანიზაციების რეგისტრაცია

საარჩევნო ადმინისტრაციაში მიმდინარეობს ადგილობრივი და საერთაშორისო დამკვირვებელი ორგანიზაციების რეგისტრაცია. ამ დროისთვის რეგისტრირებულია 3 საერთაშორისო და 12 ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაცია. საერთაშორისო ორგანიზაციებმა რეგისტრაციისთვის ადმინისტრაციას უნდა მიმართონ 24 ოქტომბრის ჩათვლით, ხოლო ადგილობრივმა ორგანიზაციებმა - არაუგვიანეს 21 ოქტომბრისა. რაც შეეხება მედიასაშუალებებს, ცესკოში ერთმა მედია ორგანიზაციამ გაიარა აკრედიტაცია; მედია წარმომადგენლებმა აკრედიტაციისთვის ადმინისტრაციას, 28 ოქტომბრის ჩათვლით უნდა მიმართონ. 

საარჩევნო ადმინისტრაცია განაგრძობს მზადებას 31 ოქტომბრის შუალედური არჩევნებისთვის; უფლებამოსილების განხორციელებას უკვე შეუდგა 94 საუბნო საარჩევნო კომისია, რომლებმაც პირველი სხდომები 30 სექტემბერს და 1 ოქტომბერს ჩაატარეს და აირჩიეს თავმჯდომარეები, მოადგილეები და მდივნები.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ტრამპმა ნატო გააკრიტიკა ირანთან დაკავშირებით დახმარების სურვილის არქონის გამო
უკრაინამ სამარის ოლქში, კრასნოდარის მხარეში და სევასტოპოლში ნავთობის ობიექტებს შეუტია
პაპუაშვილმა ზახაროვას განცხადებას უპასუხა: ჩვენ ხალხის ინტერესებიდან გამომდინარე ვმოქმედებთ
კონგრესმენი უილსონი: აშშ-სთვის მნიშვნელოვანია, რომ ანაკლია პეკინის დომინირების ქვეშ არ მოექცეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics