13:22 - 08 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-01-23 13:52:28, 722 ნახვა

პოლიტიკა
არჩილ თალაკვაძე - პარტიებს უნდა ეყოთ გამბედაობა და აღიარონ, რომ პროპორციულ არჩევნებზე გადასვლის პროცესი სწორად დავგეგმეთ

„პოლიტიკურ პარტიებს უნდა ეყოთ გამბედაობა და აღიარონ, რომ პროპორციულ არჩევნებზე გადასვლის პროცესი სწორად დავგეგმეთ“, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.

როგორც ის აღნიშნავს, საჭიროა ახალი ოპოზიცია, რომელიც პოლიტიკურ შანტაჟს არ ექვდებარება.

„დღეს მაინც უნდა ეყოთ გამბედაობა იმ პოლიტიკურ პარტიებს, ვინც „ნაციონალურ მოძრაობასთან“ ერთად მძიმედ გვაკრიტიკებდნენ და აღიარონ, რომ ჩვენ პროპორციულ არჩევნებზე გადასვლის პროცესი სწორად გვქონდა დაგეგმილი და სწორი იყო ჩვენი არგუმენტები. თუ რატომ სჯობდა 2024 წელი და რატომ სჯობდა 2020 წლის არჩევნები შერეული საარჩევნო სისტემით, მეტი პროპორციულობით. ეს უკვე დაამტკიცა დრომ და პოლიტიკურმა პროცესმა, თუმცა ჩვენ ამას არავის ვამადლით. როდესაც ვსაუბრობთ ახალ ოპოზიციაზე, ეს უნდა იყოს ჯანსაღი პოლიტიკური სპექტრი, რომელიც პოლიტიკურ შანტაჟს არ ექვდებარება - პოლიტიკოსები, რომლებიც არ არიან გასვრილი  იმ საქმეში, რასაც ჰქვია ძალადობა, კორუფცია, პოლიტიკური შანტაჟი, უმძიმესი პოლიტიკური ბიოგრაფია და პასუხისმგებლობა დარღვევებზე, რაც რამდენიმე ოპოზიციურ პოლიტიკურ პარტიას მოჰყვება მემკვიდრეობით", - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.





ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან


სოციალური ქსელები
რომელი ქვეყნების მოქალაქეები დეპორტირდნენ საქართველოდან ყველაზე ხშირად 2026 წელს?
ჩინეთის ვიცე-პრეზიდენტი - ჩინური წარმოების პროდუქცია, განსაკუთრებით ავტომობილები, საქართველოს მოსახლეობაში დიდი პოპულარობით სარგებლობს
FT: აშშ-ის დემოკრატები უკრაინისთვის 15 მილიარდი დოლარის დახმარების გამოყოფას ამზადებენ და რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გამკაცრებას სურთ
დონალდ ტრამპმა UFC-ის დირექტორს, დანა უაითს, თეთრი სახლის პრესმდივნის თანამდებობა შესთავაზა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics