|
2021-01-22 14:03:37, 708 ნახვა
პოლიტიკა
არჩილ თალაკვაძე - პარლამენტში შესაძლოა, კიდევ ერთი ოპოზიციური პარტია ვიხილოთ
„პარლამენტში შესაძლოა, ვიხილოთ კიდევ ერთი ოპოზიციური პარტია“, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, არიჩილ თალაკვაძემ განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, „მოქალაქეების“ ლიდერთან მოლაპარაკებისას საარჩევნო რეფომრაზე პოზიეციების დაახლოება მოხდა. „ჩვენი მხრიდან სრული მხარდაჭერა აქვს პოლიტიკურ პარტიებს შორის დიალოგს და ჩვენი სურვილი არის, რომ ხალხის არჩევანი სრულად აისახოს პარლამენტში. სწორედ ამ მიზნით, დღეს ჩვენ გვქონდა შეხვედრა პარტია „მოქალაქეების“ წარმომადგენლებთან და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია ამ შეხვედრის შემდეგ, არის ის რომ პოზიციები საარჩევნო რეფორმის საკითხთან დაკავშირებით არის იმდენად დაახლოებული, რომ ვფიქრობ, ეს შესაძლოა, გახდეს შეთანხმების საგანი და დასრულდეს უკვე პოზიტიური შედეგით. ვგულისმხმობ, რა თქმა უნდა, რომ პარლამენტში ვიხილოთ კიდევ ერთი ოპოზიციური პოლიტიკური პარტია. ჩვენ, რა თქმა უნდა, განვაგრძობთ მუშაობას დეტალებთან დაკავშირებით, დავაზუსტებთ კიდევ რამდენიმე დეტალს“, - განაცხადა თალაკვაძემ.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)