2021-01-22 13:22:26, 680 ნახვა
საზოგადოება
საბავშვო ბაღებში, სკოლებსა და უნივერსიტეტებში სწავლება 1-ელ მარტს აღდგება
საბავშვო ბაღებში, სკოლებსა და უნივერსიტეტებში სწავლება 1-ელ მარტს აღდგება.
ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა მაია ცქიტიშვილმა განაცხადა.
მისივე განცხადებით, თბილისში, ქუთაისსა და რუსთავში სკოლები მუშაობას 1-ელი მარტიდან განაახლებენ.
„თბილისში, ქუთაისსა და რუსთავში 1-ელი თებერვლიდან განაახლებენ მუშაობას მაღაზიები და სავაჭრო ცენტრები. სკოლები და მუნიციპალური ტრანსპორტის ფუნქციონირების აღდგება გვაქვს 1-ელი მარტიდან
საბავშვო ბაღებში, პროფსასწავლებლებსა და უმაღლეს სასწავლებლებში სტუდენტების დაბრუნება დაგეგმილი გვაქვს 1-ელი მარტიდან, ეს დამოკიდებულია ეპიდემიოლოგიურ ვითარებაზე“, - განაცხადა ცქიტიშვილმა.
ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან