|
2021-01-22 12:15:30, 518 ნახვა
პოლიტიკა
სერგი კაპანაძე - „ქართული ოცნება“ ცდილობს შექმნას ილუზია, რომ ოპოზიცია პარლამენტში შედის
„ევროპული საქართველოს“ წევრის, სერგი კაპანაძის განცხადებით, „ქართული ოცნება“ ცდილობს შექმნას ილუზია, რომ ოპოზიცია პარლამენტში შედის. როგორც მან აღნიშნა, ალეკო ელისაშვილისა და მისი კოლეგის პარლამენტში მისვლა, ოპოზიციისთვის არაფერს არ ცვლის. „ „ქართული ოცნება“ რაღაც ილუზიის შექმნას ცდილობს, რომ თითქოს ოპოზიცია შედის პარლამენტში და ამ რაღაც ხელოვნური გაჭიანურებით ამყარებენ ამ ილუზიას. ფაქტია, რომ ოპოზიცია არ შედის პარლამენტში. ეს საკითხი არის დახურული. რაც შეეხება ბატონი ელისაშვილის და მისი კოლეგის მისვლას პარლამენტში, ეს ჩვენთვის არაფერს არ ცვლის“, - განაცხადა სერგი კაპანაძემ. შეგახსენებთ, რომ პარტია „მოქალაქეების“ ლიდერმა ალეკო ელისაშვილმა ოპოზიციასთან მოლაპარაკებები შეწყვიტა და „ქართულ ოცნებასთან“ საჯაროდ შეხვედრა მოითხოვა. ამ წუთებში ელისაშვილი და მისი კოლეგა, ლევან იოსელიანი საკანონმდებლო ორგანოში მმართველი გუნდის ლიდერებს ხვდებიან.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)