09:02 - 09 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-01-21 12:05:05, 638 ნახვა

საზოგადოება
ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, გადაწყვეტილებას შეზღუდვების შემსუბუქებაზე ამ კვირაში მიიღებენ

ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, შეზღუდვების შემსუბუქებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას ამ კვირაში მიიღებენ.

„ჩვენ საბჭოს ფორმატში ვმსჯელობთ, ეკონომიკურ გუნდთან ერთად და ამ კვირაში მივიღებთ დამატებით გადაწყვეტილებებს და შემდეგ გავაცნობთ საზოგადოებას“, - განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

ამასთანავე, ეკატერინე ტიკარაძემ აღნიშნა, რომ ქვეყანაში მიმდინარეობს კოვიდინფექციის მნიშვნელოვანი კლება.

„ბოლო დღე-ღამეში გვყავს 1137 ინფიცირებული, ვაკვირდებით მნიშვნელოვან სტაბილიზაციას, ჩატარებულია 17 000 ტესტი, რაც გვაძლევს საფუძველს, დავადასტუროთ, რომ არის ინფექციის მნიშვნელოვანი კლება“, - აღნიშნა მინისტრმა.





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ ევროპელები აბუ-დაბიში უკრაინის საკითხზე მოლაპარაკებებში მიიღებენ მონაწილეობას
მოსკოვის რეგიონში გაყიდვების მხრივ სიდიდით მეორე ბენზინგასამართი სადგურების ქსელმა ფუნქციონირება შეწყვიტა
პოლონეთი კრაკოვში თავდასხმას ტერორისტულ აქტად აკვალიფიცირებს
Axios: თეთრი სახლის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე რიჩარდ უოლტერსი ტრამპის ადმინისტრაციაში საკადრო ცვლილებების ფონზე თანამდებობას ტოვებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics