15:05 - 18 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-10-02 13:59:52, 456 ნახვა

პოლიტიკა
დავით ზურაბიშვილი: ხელისუფლებამ უნდა დაამტკიცოს, რომ "რუსთავი2"-თან დაკავშირებით მიმდინარე პროცესებში არ ერევა

"რესპუბლიკური პარტიის" წევრის, დავით ზურაბიშვილის განცხადებით, ხელისუფლება ვალდებულია  დაამტკიცოს, რომ  "რუსთავი2"-თან დაკავშირებით მიმდინარე პროცესებში არ ერევა და სასამართლოზე ზეწოლა არ ხდება.

როგორც ზურაბიშვილმა საკითხის კომენტირებისას "ექსპრესნიუსს" განუცხადა, ვინაიდან "რუსთავი2"-ის თემა პოლიტიკური გახდა  და   ეჭვები არსებობს,  რომ  სასამართლოზე ზეწოლა ხდება, ხელისუფლებამ ეს ეჭვები უნდა გაფანტოს.

"რუსთავი2"-ის თემა უკვე გახდა პოლიტიკური თემა. ბოლო ამბავს რაც შეეხება, აქ ჩემი აზრით, ერთის მხრივ,  ძალიან გადაჭარბებულია  საუბარი, რომ დაიხურა და ფული აღარ გვაქვს და რა გვეშველება.  ვფიქრობ, რომ ყადაღის დადება არ არის ის ინსტრუმენტი, რომ მათ დაფინანსების საშუალება საერთოდ მოესპოთ.  მეორეს მხრივ,  პოლიტიკურად სენსიტიური საკითხია და ხელისუფლებამ ყველაფერი უნდა გააკეთოს იმისათვის, რათა დაამტკიცოს, რომ აქ არ არის მისი ინტერესი. ანუ მე არ ვფიქრობ, რომ აქ  "რუსთავი2" უნდა ამტკიცებდეს, რომ ხელისუფლების ინტერესია.

მსოფლიო თანამეგობრობის წინაშე, ჩვენი საზოგადოების წინაშე, ჩენზეა ეს  მტკიცებულების ტვირთი, ჩვენ უნდა დავანახოთ ყველას, რომ აქ არ არის არაფერი ინტერესი და ხელისუფლება ამაში არ ერევა. ასეთი ეჭვები არსებობს და ხელისუფლების მოვალეობაა, რომ ეს ეჭვები გაფანტოს. არ გამოვრიცხავ ამ საქმის პოლიტიზირებას და მჭირდება მკაფიო გზავნილები ხელისუფლებისგან ამ თემაზე და არა  ის, რომ "ნაციონალური მოძრაობის" ტელევიზიაა და რას გავს - ეს ვიცი ისედაც, ნამდვილად არ ვარ დიდი თაყვანისმცემელი ამ ტელევიზიის, მაგრამ მე მჭირდება ძალიან მკაფიო პოზიცია,  მტკიცებულებები იმასთან დაკავშირებით, რომ არ ხდება ჩარევა, სასამართლოზე ზეწოლა",- განაცხადა დავით ზურაბიშვილმა.

მისივე თქმით, თუკი თეორიულად მაინც დაუშვებენ, რომ "რუსთავი2"-თან დაკავშირებით, ხელისუფლების ინტერესი იკვეთება, რეაქცია არ დააყოვნებს. დავით ზურაბიშვილი აცხადებს, რომ "რუსთავი2"-თან დაკავშირებით განვითარებულ მოვლენებს ყურადღებით აკვირდება.

"თეორიულად მაინც თუ  დავუშვებთ, რომ ჩარევა ხდება,  ეს არის აბსოლუტური კოშმარი  და ეს არის ყველაფერი იმის გადაყრა, რასაც პირადად მეც, ჩემი პარტიაც და ყველანი ერთად ვებრძოდით  "ნაციონალური მოძრაობის" მმართველობის დროს. ეს წყალში გადაყრა იქნება, თუ აქ ეს ამბავია. თუ ჩავთვლი, რომ აქ ხელისუფლების ზეწოლაა, გარწმუნებთ, არ დააყოვნებს რეაქცია, მაგრამ ვფიქრობ, რომ ხელისუფლებამ ყველაფერი უნდა გააკეთოს, რომ ეს ასე არ იყოს. მე ვერც დავიფიცებ, რომ ასე არ არის და ვერც იმას დავიფიცებ, რომ ასეა. მაგრამ ეჭვები რომ არსებობს, ვალდებულია ხელისუფლება,  ეს ეჭვები გაფანტოს",- აღნიშნა დავით ზურაბიშვილმა "ექსპრესნიუსთან" საუბარში.

შეგახსენებთ,  „რუსთავი 2“-ის შემდეგ სასამართლომ მის მფლობელობაში მყოფი  კომპანია,  51 % წილის მფლობელი შპს „საქართველოც“ დააყადაღა. გენერალური დირექტორის ნიკა გვარამიას განცხადებით, "რუსთავი2" დღეს დახურვის წინაშეა ისე, როგორც არასდროს. გვარამია საზოგადოებას დახმრებას სთხოვს.  მითითებულ ანგარიშზე - : GE09TB1100000018467864 მოსახლეობას ტელეკომპანიის დასახმარებლად თანხის ჩარიცხვა შეუძლია.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ტრამპმა ნატო გააკრიტიკა ირანთან დაკავშირებით დახმარების სურვილის არქონის გამო
უკრაინამ სამარის ოლქში, კრასნოდარის მხარეში და სევასტოპოლში ნავთობის ობიექტებს შეუტია
პაპუაშვილმა ზახაროვას განცხადებას უპასუხა: ჩვენ ხალხის ინტერესებიდან გამომდინარე ვმოქმედებთ
კონგრესმენი უილსონი: აშშ-სთვის მნიშვნელოვანია, რომ ანაკლია პეკინის დომინირების ქვეშ არ მოექცეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics