19:59 - 17 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-01-20 16:08:39, 734 ნახვა

საზოგადოება
ჯანდაცვის სამინისტროსა და საქართველოს მედიატორთა ასოციაციას შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსა და საქართველოს მედიატორთა ასოციაციას შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

დოკუმენტი მიზნად ისახავს უწყებებს შორის ურთიერთთანამშრომლობას კოლექტიური შრომითი დავების მედიაციის, როგორც დავის გადაწყვეტის ალტერნატიული მექანიზმის  განვითარებას.

„შრომითი დავების მოგვარების ერთ-ერთი ეფექტური მექანიზმი შრომითი დავების მედიაციაა. შრომითი დავების მოგვარება დიალოგის რეჟიმში, სასამართლოს ჩარევის გარეშე სწრაფად და ხარისხიანად ხდება. ეს მექანიზმი სამინისტროს მიერ წლების განმავლობაში მხარდაჭერილია. წლიდან წლამდე შრომითი დავების მედიაციის მექანიზმს კიდევ უფრო ვავითარებთ.  სამინისტროში დამოუკიდებელ მედიატორთა რეესტრი გვაქვს, რომელსაც მომავალში კიდევ უფრო გავაძლიერებთ“- ამის შესახებ მინისტრის მოადგილემ, თამარ ბარკალაიამ განაცხადა.

მემორანდუმი ასევე, მხარეთა საერთო ინტერესების სფეროში შემავალ აქტუალურ საკითხებზე თანამშრომლობას, მედიაციის ინსტიტუტის განვითარებასა და მისი პოპულარიზაციის მიზნით ერთობლივი ღონისძიებების განხორციელებას ითვალისწინებს.

„დოკუმენტი მიზანი, ერთობლივი ძალებით მედიაციის, როგორც დავის გადაწყვეტის ალტერნატიული მექანიზმის განვითარება და გაძლიერებაა. მედიაცია არის ნოვაცია, რომელიც არსებული კონფლიქტის მონაწილეებს საშუალებას აძლევს საკუთარი ჩართულობით კონფლიქტი ამოწურონ. ამ დარგის განვითარება ძალიან მნიშვნელოვანია.“ - განაცხადა ირაკლი ყანდაშვილმა.

დოკუმენტს ხელი ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ და  “საქართველოს მედიატორთა ასოციაციის” თავმჯდომარემ ირაკლი ყანდაშვილმა მოაწერეს.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
SJC: 17 მაისი საქართველოში „ოჯახის“ იდეის პოლიტიკური ინსტრუმენტალიზაციის სიმბოლური დღეა
ელენე ხოშტარია - ხალხის სიმრავლე და ვერც დრო, ვერ წაშლის 2013 წლის 17 მაისს ჩადენილ ბოროტებას
შიო მესამე - თუ ოჯახში ტრიალებს მძიმე ცოდვა, ისეთი როგორიც არის, მაგალითად, აბორტი, მაშინ ბედნიერებას ვერ ააშენებ, განწირულია ასეთი ოჯახი
დიუშენის დაავადების მქონე ბავშვების მშობლები: „გადავარჩინოთ ჩვენი შვილები“
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics