2021-01-20 09:19:48, 553 ნახვა
პოლიტიკა
სალომე ზურაბიშვილის ოფიციალური ვიზიტი ბრიუსელში დღეს იწყება
საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის ოფიციალური ვიზიტი ბრიუსელში დღეს იწყება.
პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ბრიუსელში პრეზიდენტის სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, დაგეგმილი აქვს შეხვედრები.
„პრეზიდენტი შეხვდება: ევროპული საბჭოს პრეზიდენტს, შარლ მიშელს, ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელს საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტ ჟოზეპ ბორელს; ევროპარლამენტის პრეზიდენტს, დავიდ სასოლის; ევროკომისიის აღმასრულებელ ვიცე-პრეზიდენტს ეკონომიკურ საკითხებში ვალდის დომბროვსკის; ევროპარლამენტის საგარეო კომიტეტის თავმჯდომარეს, დევიდ მაკალისტერსა და ნატო-ს გენერალურ მდივანს, იენს სტოლტენბერგს. დაგეგმილია ასევე, სხვადასხვა მაღალი რანგის შეხვედრები“, - ნათქვამია ინფორმაციაში.
ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან