|
2015-10-02 11:50:25, 668 ნახვა
ეკონომიკა
„გლობალური კონკურენტუნარიანობის მოხსენების“ მიხედვით, საქართველოს რეიტინგი 3 ადგილით გაუმჯობესდა
მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის 2015-2016 წლის „გლობალური კონკურენტუნარიანობის მოხსენების“ („The Global Competitiveness Report“) მიხედვით, საქართველოს რეიტინგი 3 ადგილით გაუმჯობესდა და 69-ე ადგილიდან 66-ზე (4,22-იანი ქულით) გადმოინაცვლა 140 ქვეყანას შორის. ინფორმაციას საქართველოს ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს. გლობალური კონკურენტუნარიანობის რეიტინგში საქართველო წინ უსწრებს ისეთ ქვეყნებს, როგორიცაა - სლოვაკეთი (67-ე ადგილი), მონტენეგრო (70-ე ადგილი), ხორვატია (77-ე ადგილი), უკრაინა (79-ე ადგილი), საბერძნეთი (81-ე ადგილი), სომხეთი (82-ე ადგილი), მოლდოვა (84-ე ადგილი), ალბანეთი (93-ე ადგილი), სერბეთი (94-ე ადგილი). საქართველოს პოზიციები გაუმჯობესებული აქვს ინდექსის 3 ფაქტორიდან 1 ფაქტორში, 12 კომპონენტიდან 7 კომპონენტში, ხოლო 114 ქვეკომპონენტიდან - 58 ქვეკომპონენტში. გაუმჯობესებული ფაქტორები ეფექტიანობის მასტიმულირებელი ფაქტორები (Efficiency Enhancers) – გაუმჯობესდა 2 პოზიციით და 77-ე ადგილზე გადმოინაცვლა (ქულა 4.0): უმაღლესი განათლება, ტრეინინგი - გაუმჯობესდა 5 პოზიციით და 87-ე ადგილზე გადმოინაცვლა; სასაქონლო ბაზრის ეფექტიანობა - გაუმჯობესდა 12 პოზიციით და 48-ე ადგილზე გადმოინაცვლა; შრომითი ბაზრის ეფექტიანიობა - გაუმჯობესდა 9 პოზიციით და 32-ე ადგილზე გადმოინაცვლა; საფინანსო ბაზრის განვითარება - გაუმჯობესდა 8 პოზიციით და 68-ე ადგილზე გადმოინაცვლა; ბაზრის მოცულობა - გაუმჯობესდა 4 პოზიციით და 99-ე ადგილზე გადმოინაცვლა. განვითარების შეფასების მიხედვით, საქართველოს კვლავ ეფექტიანობით მამოძრავებელი (Efficiency Driven) ქვეყნის სტატუსი აქვს. გაუმჯობესებული კომპონენტები: ინსტიტუტები - გაუმჯობესდა 8 პოზიციით და მე-40 ადგილზე გადმოინაცვლა; უმაღლესი განათლება და ტრენინგი - გაუმჯობესდა 5 პოზიციით და 87-ე ადგილზე გადმოინაცვლა; ბაზრის ეფექტიანობა - გაუმჯობესდა 12 პოზიციით და 48-ე ადგილზე გადმოინაცვლა; შრომის ბაზრის ეფექტიანობა - გაუმჯობესდა 9 პოზიციით და 32-ე ადგილზე გადმოინაცვლა; ფინანსური ბაზრის განვითარება - გაუმჯობესდა 8 პოზიციით და 68-ე ადგილზე გადმოინაცვლა; ბაზრის მოცულობა - გაუმჯობესდა 4 პოზიციით და 99-ე ადგილზე გადმოინაცვლა; ბიზნესის განვითარება - გაუმჯობესდა 1 პოზიციით და 112-ე ადგილზე გადმოინაცვლა; გაუმჯობესებული ქვეკომპონენტები: საკუთრების უფლება - გაუმჯობესდა 27 პოზიციით და 58-ე ადგილზე გადმოინაცვლა; ინტელექტუალრუი საკუთრების დაცვა - გაუმჯობესდა 5 პოზიციით და 101-ე ადგილზე გადმოინაცვლა; ნდობა პოლიტიკოსების მიმართ - გაუმჯობესდა 2 პოზიციით და 77-ე ადგილზე გადმოინაცვლა; სასამართლოს დამოუკიდებლობა - გაუმჯობესდა 9 საფეხურით და 56-ე ადგილზე გადმოინაცვლა; სახელმწიფო რეგულაციების ტვირთი - გაუმჯობესდა 1 საფეხურით და მე-7 ადგილზე გადმოინაცვლა; დავების სამართლებრივი გზით მოგვარების ეფექტიანობა - გაუმჯობესდა 17 საფეხურით და 54-ე ადგილზე გადმოინაცვლა; კანონმდებლობის ეფექტიანობა რეგულაციებში- გაუმჯობესდა 28 საფეხურით და 55-ე ადგილზე გადმოინაცვლა; ბიზნესის დანახარჯები სამართალდარღვევებზე და ძალადობაზე - გაუმჯობესდა 11 საფეხურით და მე-18 ადგილზე გადმოინაცვლა; ბიზნესის დანახარჯები ტერორიზმზე - გაუმჯობესდა 21 საფეხურით და მე-14 ადგილზე გადმოინაცვლა; ორგანიზებული კრიმინალი - გაუმჯობესდა 10 საფეხურით და 17-ე ადგილზე გადმოინაცვლა; ფირმების ქცევითი ეთიკა - გაუმჯობესდა 3 საფეხურით და 51-ე ადგილზე გადმოინაცვლა; აუდიტისა და ანგარიშის სტანდარტის სიძლიერე - გაუმჯობესდა 20 საფეხურით და 65-ე ადგილზე გადმოინაცვლა; კორპორატიული საბჭოს ეფექტიანობა - გაუმჯობესდა 17 საფეხურით და 84-ე ადგილზე გადმოინაცვლა; უმცირესობაში მყოფი აქციონერთა ინტერესების დაცვა - გაუმჯობესდა 22 საფეხურით და 88-ე ადგილზე გადმოინაცვლა; ინფრასტრუქტურა საჰაერო მიმოსვლისას ადგილები კვირაში - გაუმჯობესდა 6 საფეხურით და 99-ე ადგილზე გადმოინაცვლა; მობილურის მომხმარებელთა რაოდენობა - გაუმჯობესდა 14 საფეხურით და 51-ე ადგილზე გადმოინაცვლა. მაკროეკონომიკური გარემო ინფლაცია, წლიური %-ლი ცვლილება - გაუმჯობესდა 25 საფეხურით და 53-ე ადგილზე გადმოინაცვლა; ჯანდაცვა და დაწყებითი განათლება ტუბერკულიოზის გავლენა ბიზნესზე - გაუმჯობესდა 1 საფეხურით და 66-ე ადგილზე გადმოინაცვლა; ტუბერკულიოზის შემთხვევები/100,000 მოსახლეზე - გაუმჯობესდა 3 საფეხურით და 95-ე ადგილზე გადმოინაცვლა; ახალშობილთა სიკვდილიანობა/1000 დაბადებულზე - გაუმჯობესდა 23 საფეხურით და 61-ე ადგილზე გადმოინაცვლა; დაწყებითი განათლების ხარისხი - გაუმჯობესდა 2 საფეხურით და 90-ე ადგილზე გადმოინაცვლა; უმაღლესი განათლება და ტრენინგი საშუალო განათლებაში ჩართულობა, % ზრდა - გაუმჯობესდა 50 საფეხურით და 30-ე ადგილზე გადმოინაცვლა; პროფესიულ განათლებაში ჩართულობა, % ზრდა - გაუმჯობესდა 10 საფეხურით და 74-ე ადგილზე გადმოინაცვლა; მათემატიკური და სამეცნიერო განათლების ხარსიხი - გაუმჯობესდა 8 საფეხურით და 97-ე ადგილზე გადმოინაცვლა; მენეჯმენტის სკოლების ხარისხი - გაუმჯობესდა 1 საფეხურით და 97-ე ადგილზე გადმოინაცვლა; ბაზრის ეფექტიანობა ადგილობრივი კონკურენციის სიძლიერე - გაუმჯობესდა 14 საფეხურით და 91-ე ადგილზე გადმოინაცვლა; ბაზარზე დომინირება - გაუმჯობესდა 15 საფეხურით და 88-ე ადგილზე გადმოინაცვლა; ანტიმონოპოლიური პოლიტიკის ეფექტი - გაუმჯობესდა 11 საფეხურით და 116-ე ადგილზე გადმოინაცვლა; მთლიანი საგადასახადო განაკვეთი, მოგების % - გაუმჯობესდა 1 საფეხურით და მე-9 ადგილზე გადმოინაცვლა; დანახარჯები სოფლის მეურნეობაში - გაუმჯობესდა 27 საფეხურით და 72-ე ადგილზე გადმოინაცვლა; სავაჭრო ტარიფები - გაუმჯობესდა 28 საფეხურით და მე-4 ადგილზე გადმოინაცვლა; ბიზნესის გავლენა ინვესტიციებზე - გაუმჯობესდა 7 საფეხურით და 21-ე ადგილზე გადმოინაცვლა; იმპორტის წილი მშპ-ში - გაუმჯობესდა 5 საფეხურით და მე-40 ადგილზე გადმოინაცვლა; მომხმარებელთა მოთხოვნები - გაუმჯობესდა 7 საფეხურით და 114-ე ადგილზე გადმოინაცვლა. შრომის ბაზრის ეფექტიანობა-ხელფასის განსაზღვრის მოქნილობა - გაუმჯობესდა 16 საფეხურით და 10-ე ადგილზე ადგილზე გადმოინაცვლა; დაქირავებისა და გათავისუფლების პრაქტიკა - გაუმჯობესდა 2 საფეხურით და მე-12 ადგილზე გადმოინაცვლა; თანამშრომლობა დამქირავებელ-დაქირავებულს შორის - გაუმჯობესდა 15 საფეხურით და 65-ე ადგილზე გადმოინაცვლა; გადასახადების გავლენა სამუშაო სტიმულზე - გაუმჯობესდა 5 საფეხურით და მე-15 ადგილზე გადმოინაცვლა; პროფესიულ მენეჯმენტი - გაუმჯობესდა 18 საფეხურით და მე-60 ადგილზე გადმოინაცვლა; ფინანსური ბაზრის განვითარება - ფინანსური მომსახურების არსებობა - გაუმჯობესდა 1 საფეხურით და 88-ე ადგილზე გადმოინაცვლა; ფინანსურ მომსახურებაზე ხელმისაწვდომობა - გაუმჯობესდა 2 საფეხურით და 73-ე ადგილზე გადმოინაცვლა; სესხზე ხელმისაწვდომობა - გაუმჯობესდა 1 საფეხურით და 109-ე ადგილზე გადმოინაცვლა; ბანკების სიმყარე - გაუმჯობესდა 10 საფეხურით და 57-ე ადგილზე გადმოინაცვლა; საფონდო ბირჟის რეგულაცია - გაუმჯობესდა 11 საფეხურით და 110-ე ადგილზე გადმოინაცვლა. ტექნოლოგიური მზაობა- ინტერნეტის მომხმარებელი - გაუმჯობესდა 8 საფეხურით და 72-ე ადგილზე გადმოინაცვლა; ინვესტიციები და ტექნოლოგიების ტრანსფერი - გაუმჯობესდა 4 საფეხურით და 109-ე ადგილზე გადმოინაცვლა; ფიქსირებული ფართოზოლოვანი ინტერნეტი 100 მოსახლეზე - გაუმჯობესდა 2 საფეხურით და მე-60 ადგილზე გადმოინაცვლა; ბაზრის მოცულობა - გაუმჯობესდა 4 პოზიციით და 99-ე ადგილზე გადმოინაცვლა: შიდა ბაზრის მოცულობის ინდექსი - გაუმჯობესდა 3 საფეხურით და 98-ე ადგილზე გადმოინაცვლა; უცხოური ბაზრის ინდექსი - გაუმჯობესდა 1 საფეხურით და 107-ე ადგილზე გადმოინაცვლა; მშპ (PPP - აშშ. მლრდ. დოლარი) - გაუმჯობესდა 3 საფეხურით და 103-ე ადგილზე გადმოინაცვლა. ბიზნესის განვითარება-ადგილობრივ მიმწოდებელთა ხარისხი - გაუმჯობესდა 3 საფეხური და 117-ე ადგილზე გადმოინაცვლა; ადგილობრივ მიმწოდებელთა რაოდენობა - გაუმჯობესდა 1 საფეხურით და 137-ე ადგილზე გადმოინაცვლა; შედარებითი უპირატესობა - გაუმჯობესდა 5 საფეხურით და 75-ე ადგილზე გადმოინაცვლა; საერთაშორისო დისტრიბუციაზე კონტროლი - გაუმჯობესდა 4 საფეხურით და 95-ე ადგილზე გადმოინაცვლა; წარმოების პროცესის დახვეწა - გაუმჯობესდა 4 საფეხურით და 110-ე ადგილზე გადმოინაცვლა; მარკეტინგის ხარისხი - გაუმჯობესდა 15 საფეხური და 89-ე ადგილზე გადმოინაცვლა; ინოვაციები - მეცნიერებისა და ინჟინრების არსებობა - გაუმჯობესდა 9 საფეხურით და 113-ე ადგილზე გადმოინაცვლა. პატენტით სარგებლობის საკითხში თანამშრომლობა - გაუმჯობესდა 5 საფეხურით და 60-ე ადგილზე გადმოინაცვლა.
|
რედაქტორის რჩევით
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ივანიშვილთან ერთად ვინ აფინანსებს ტელეიმედს და ვის ემუქრება მეორადი სანქციები
ომი უკრაინაში
აზოვის ზღვაში უკრაინელებმა ხორბლის გადამზიდავი ჩაიძირეს
რუსეთის მიერ ოდესის დაბომბვის შედეგად დაიჭრა 11 ადამიანი, მათ შორის ერთი ბავშვი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)