13:12 - 18 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-10-02 11:16:17, 400 ნახვა

პოლიტიკა
პრემიერ–მინისტრის ქართული ოცნება

პრემიერ–მინისტრის ქართული ოცნება

ნება მომეცით, გაგიზიაროთ ჩემი ქართული ოცნება, – ამ სიტყვებით მიმართა გაეროს გენერალური ასამბლეის 70–ე სესიის მონაწილეებს საქართველოს პრემიერ–მინისტრმა.

ირაკლი ღარიბაშვილმა მსოფლიო ლიდერებს საქართველოს გეგმები  და მიმდინარე პროექტები გააცნო.

„ჩვენი გეგმის მიზანია ეკონომიკური ზრდის მიღწევა, მმართველობის ინსტიტუტების განმტკიცება, მეტი სამუშაო ადგილის შექმნა და ჩვენი ხალხისთვის მეტი შესაძლებლობის მიწოდება. ჩვენ ვაქცევთ საქართველოს ისეთ ადგილად, სადაც ბიზნესის წარმოება ხელსაყრელია და მიმზიდველი უცხოური ინვესტიციების განხორციელება. 2014 წლიდან დღემდე ჩვენ შევქმენით 90 000 ახალი სამუშაო ადგილი საქართველოს ეკონომიკის ყველა სექტორში, სოფლის მეურნეობის, წარმოების, ტურიზმისა და ენერგეტიკის ჩათვლით. საქართველოში ბიზნესის წარმოება მარტივია. უცხოური და ადგილობრივი ბიზნესები თავისუფლად ახორციელებენ თავიანთ საქმიანობას კონკურენტულ გარემოში, რომელშიც კერძო საკურების უფლების დაცვა გარანტირებულია,“ – განაცხადა მთავრობის მეთაურმა.

მისი თქმით, მსოფლიო ბანკის რეიტინგების თანახმად, ბიზნესის წარმოების სიმარტივის თვალსაზრისით საქართველო მე-15 ადგილზეა მსოფლიოში.  2014 წელს, საქართველოში შემოსული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების ოდენობა გაიზარდა 87 პროცენტით, რაც ყველაზე დიდი მაჩვენებელია 2007 წლის შემდეგ.

„გარდა ამისა, საქართველო ჩამოყალიბდა, როგორც წამყვანი ტურისტული ცენტრი და მნიშვნელოვანი საერთაშორისო სპორტული ღონისძიებების ჩატარების ადგილი. მსოფლიოში ცნობილი გახდა, რომ საქართველოს აქვს ყველაფერი: უმშვენიერესი პლაჟები და გამაოგნებელი სათხილამურო კურორტები, დახვეწილი კულინარიული ტრადიციები, განსაკუთრებული ღვინო, უნიკალური ისტორიული ძეგლები და მსოფლიო დონის სასტუმრო სექტორი,“ – აღნიშნა პრემიერმა.

გაეროს გენერალური ასამბლეის 70–ე სესიაზე სიტყვის გამოსვლის დასასრულს, მთავრობის მეთაურმა საქართველოს მიზნად  მშვიდობიანი, სტაბილური, განვითარებული მომავალი დასახა.

„მე ვხედავ ქვეყანას, სადაც ყველა ყმაწვილსა და გოგონას ხელი მიუწვდება ხარისხიან განათლებაზე, რათა მათ ჰქონდეთ უფლისგან ბოძებული ნიჭის განვითარების შესაძლებლობა. მე ვხედავ ქვეყანას, სადაც ადამიანებს არ აშინებთ ჯანდაცვისა თუ თავიანთი ოჯახების დაცვისთვის, კეთილდღეობისა და ხვალინდელი დღის უზრუნველსაყოფად აუცილებელი რესურსების არარსებობა. მე ვხედავ აყვავებულ ქვეყანას, რომელიც იყენებს თავის მდებარეობას, როგორც სასიცოცხლო მნიშვნელობის გზაჯვარედინი, რომელიც ერთმანეთთან აკავშირებს აღმოსავლეთსა და დასავლეთს, ჩრდილოეთსა და სამხრეთს. მე ვხედავ სახელმწიფოს, რომელიც ერთგულად ემსახურება მეზობლებს შორის მშვიდობის დამყარებისა და ქვეყნებს შორის სავაჭრო ურთიერთობების ხელშეწყობის საქმეს. მე ვხედავ ქვეყანას, როგორც სამეზობლოში სიკეთისა და სტაბილურობის მხარდამჭერი ძალას, რომელიც ასრულებს თავის ვალდებულებებს, როგორც ეს შეშვენის მსოფლიოს მოქალაქეს,“ – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ტრამპმა ნატო გააკრიტიკა ირანთან დაკავშირებით დახმარების სურვილის არქონის გამო
უკრაინამ სამარის ოლქში, კრასნოდარის მხარეში და სევასტოპოლში ნავთობის ობიექტებს შეუტია
პაპუაშვილმა ზახაროვას განცხადებას უპასუხა: ჩვენ ხალხის ინტერესებიდან გამომდინარე ვმოქმედებთ
კონგრესმენი უილსონი: აშშ-სთვის მნიშვნელოვანია, რომ ანაკლია პეკინის დომინირების ქვეშ არ მოექცეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics