|
2021-01-15 17:23:10, 1228 ნახვა
რეგიონი
ბუკნარში ქრისტიანი და მუსლიმი თემის შეხვედრა შეთანხმებით დასრულდა
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ბუკნარში მუსლიმი თემის, ქრისტიანებისა და ხელისუფლების წარმომადგენლების შეხვედრა შეთანხმებით დასრულდა. შეხვედრის მონაწილეთა განცხადებით, მათ გასაყოფი არაფერი აქვთ და თანაცხოვრება ჩვეულ რეჟიმში უნდა გააგრძელონ. „მიხარია, რომ ინციდენტი რაც რამდენიმე დღის განმავლობაში მიმდინარეობდა, სრულად აღმოიფხვრა. როგორც მუსლიმი და მართლმადიდებელი ადგილობრივები აცხადებდნენ, ცალკეული ადამიანების მიერ პროვოცირებულმა ფაქტმა მიიღო საკმაოდ მახინჯი განვრცობა და ეს დღეები იყო სამარცხვინო ფურცელი სოფლისთვის. დაპირისპირებულ მხარეებად წოდებულმა ადამიანებმა გაუცვალეს ერთმანეთს თავიანთი მოსაზრებები, კიდევ ერთხელ დააფიქსირეს, რომ მათ გასაყოფი არაფერი აქვთ და გრძელდება მეგობრული თანაცხოვრება“, - განაცხადა პარლამენტის წევრმა, ნინო წილოსანმა. შეგახსენებთ, უკვე რამდენიმე დღეა ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ბუკნარში დაპირისპირებაა, მუსლიმი თემი აქ სალოცავის აშენებას ითხოვს, რასაც ადგილობრივი ქრისტიანები ეწინააღმდეგებიან. გუშინ აქციაზე დაპირისპირება მოხდა, რა დროს ორი მუსლიმი დაშავდა. საქმეზე ერთი პირი დააკავეს. გუშინ კომუნიკაცია შედგა ორივე მხარესთან, თუმცა მუსლიმი თემი მიიჩნევს, რომ რეალური შეთანხმება არ მომხდარა.
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
კიევი-ოდესის გზატკეცილზე რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა
რუსეთმა კიევის მეტროსადგურზე თავდასხმა განახორციელა, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა 8 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)