21:01 - 17 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-01-15 16:02:16, 561 ნახვა

საზოგადოება
ამირან გამყრელიძის განცხადებით, ვაქცინით მოსახლეობის 60% უნდა აიცრას, რათა შეიქმნას იმუნური ფენა

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის,ამირან გამყრელიძის განცხადებით, ვაქცინით მოსახლეობის 60% უნდა აიცრას, რათა შეიქმნას იმუნური ფენა.

როგორც ამირან გამყრელიძემ ჯანდაცვის სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე აღნიშნა, საქართველოს კოვაქს პლატფორმა მიაწვდის ვაქცინის 20%-ს, ანუ მილიონ 400 ათას დოზას, რაც გათვლილია 700 000-ს ადამიანზე.

მანვე დასძინა, რომ აღნიშნული ვაქცინაციის გეგმა არ არის გათვლილი 18-წლამდე ასაკის მოსახლეობისთვის.

„ვაქცინაცია კოვიდის პანდემიის პერიოდში გახლავთ ერთ-ერთი მთავარი ორიდან, რომ პანდემია დასრულდეს. ორს როცა ვასახელებთ ერთი არის ვაქცინა და მოსახლეობის მასობრივი ვაქცინაცია, მოსახლეობის დაახლოებით 60% რომ შეიქმნას გაჯერებული იმუნური ფენა და მეორე გახლავთ ახალი ტიპის ანტივირუსული წამლები, ისინი აქტიურად ჩნდება ბაზარზე.

როგორც კი, „კოვაქს პლატფორმა“ დაიწყებს ვაქცინების მიწოდებას ქვეყნებისთვის, რომლებიც გაერთიანებული არიან მის პლატფორმაზე, ის ქვეყნებს თანდათანობით მიაწვდის წლის განმავლობაში 20%-ს საჭირო ვაქცინებისა, ჩვენთვის დათვლილია დაახლოებით 700 000 ადამიანი, მილიონ 400 ათასი დოზა

ანუ კოვაქსის პრინციპია, სანამ ყველა ქვეყანას 20% არ შეუსრულდება და ამისთვის მას წელს 2 მილიარდ დოზა ვაქცინაზე აქვს ხელშეკრულებები, მანამდე დამატებითი დოზები არ იქნება. ჩვენი ვაქცინაციის გეგმა გათვლილია 60%-ზე მოსახლეობისა, ანუ ეს ეხება 18 წელზე მეტი ადამიანებისთვის, 18 წლამდე არ არის კლინიკური კვლევები ვაქცინაციის“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
SJC: 17 მაისი საქართველოში „ოჯახის“ იდეის პოლიტიკური ინსტრუმენტალიზაციის სიმბოლური დღეა
ელენე ხოშტარია - ხალხის სიმრავლე და ვერც დრო, ვერ წაშლის 2013 წლის 17 მაისს ჩადენილ ბოროტებას
შიო მესამე - თუ ოჯახში ტრიალებს მძიმე ცოდვა, ისეთი როგორიც არის, მაგალითად, აბორტი, მაშინ ბედნიერებას ვერ ააშენებ, განწირულია ასეთი ოჯახი
დიუშენის დაავადების მქონე ბავშვების მშობლები: „გადავარჩინოთ ჩვენი შვილები“
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics