17:33 - 21 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-01-15 11:15:51, 768 ნახვა

კომენტარი
პრემიერი - არავის მივცემთ საშუალებას, რელიგიურ ნიადაგზე, მოქალაქეებს შორის დაპირისპირების პროვოცირებას შეუწყოს ხელი

არავის მივცემთ საშუალებას, რელიგიურ ნიადაგზე, მოქალაქეებს შორის დაპირისპირების პროვოცირებას შეუწყოს ხელი, - ასე გამოეხმაურა საქართველოს პრემიერ-მინისტრი, გიორგი გახარია სოფელ ბუკნარში განვითარებულ მოვლენებს.

მისივე თქმით, საქართველოს მთავრობა იყო და იქნება თითოეული მოქალაქის კონსტიტუციით განსაზღვრული უფლებების დაცვის გარანტი.

„მოგეხსენებათ,რომ რელიგიური მრავალფეროვნება ჩვენი ისტორიული ფაქტია და სიმდიდრე, ეს არის ის, თუ როგორ ვაშენებდით საუკუნეების განმვალობაში სახელმწიფოს და სახელმწიფოს მთავრობა იყო და იქნება გარანტი,თითოეული მოქალაქისთვის კონსტიტუციით უზრუნველყოფილი უფლებების შესრულებისთვის, არავის მივცემთ შესაძლებლობას, რომ საქართველოს მოქალაქის უფლებები იყოს შეზღუდული, თუმცა ასევე არავის მივცემთ შესაძლებლობას, უკანონო ქმედბებით რაიმე სახის პროვოცირება გაუწიონ რელიგიურ ნიადაგზე ჩვენს მოქალაქეებს შორის დაპირისპირებას.

შსს დაევალა, რომ იქ სადაც იქნება მცდელობა ელემენტარული, იმისთვის რომ რელიგიურ ნიადაგზე ხელი შეეწყოს ან პროვოცირება მოხდეს მოქალაქეებს შორის დაპირისპირების, სახელმწიფო და სამინისტრო იმოქმედებს უმკაცრესად", - განაცხადა გიორგი გახარიამ.





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
კობახიძე ძმებ ფეიქრიშვილებზე: გამოძიება დაადგენს, მათ შორის, ციხის ადმინისტრაციის შესაძლო როლსაც
კობახიძე - გიორგი ნემსაძის გარდაცვალება უდიდესი დანაკარგია ქართული ფეხბურთისთვის
ნაკრების ყოფილი კაპიტანი გიორგი ნემსაძე 54 წლის ასაკში გარდაიცვალა
საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომიდან გააძევეს ხატია დეკანოიძე - ივანიშვილის დაკითხვის შუამდგომლობა არ დაკმაყოფილდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics