08:59 - 24 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-10-02 10:52:27, 513 ნახვა

პოლიტიკა
ღარიბაშვილი: ჩვენ ვქმნით ახალ თავს ჩვენი სახელმწიფოს ისტორიაში

„ჩვენ ვქმნით ახალ თავს ჩვენი სახელმწიფოს ისტორიაში“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა გაეროს გენერალური ასამბლეის 70-ე სესიაზე სიტყვის გამოსვლისას განაცხადა.

 საქართველოს მთავრობის მეთაურმა ხაზი გაუსვა გაეროს დაარსების 70-ე წლისთავთან დაკავშირებით გენერალური ასამბლეის წინაშე გამოსვლის მნიშვნელობას და გაეროს ტრიბუნიდან არსებულ შესაძლებლობებზე, მიღწეულ შედეგებსა და  ქვეყნის წინაშე მდგარ გამოწვევებზე ისაუბრა.

„ძვირფასო მეგობრებო, საქართველო არის პატარა ქვეყანა, რომელსაც აქვს დიდი გული და კიდევ უფრო დიდი ოცნებები. საქართველო დამაჯერებლად მიიწევს წინ სწორი მიმართულებით. ჩვენი ხედვა ნათელია ისევე, როგორც ჩვენი მომავალი. აღსანიშნავია, რომ ამ კვირაში მსოფლიო ბანკმა გამოაქვეყნა ახალი ამომწურავი ანგარიში მმართველობის შესახებ. სიამაყით ვაცხადებ, რომ საქართველო ლიდერობს რეიტინგებში ექვსივე მაჩვენებელში მიღწეული ჯამური პროგრესის მიხედვით,“– აღნიშნა პრემიერმა.

ღარიბაშვილის განმარტებით, მიღწეული  შედეგები ხაზს უსვამს საქართველოს მთავრობის ურყევ გადაწყვეტილებას კანონის უზენაესობისა და მედიის თავისუფლების განმტკიცებასთან, თანამედროვე ეკონომიკის მშენებლობასა და ჩვენი ქვეყნის დამაჯერებელი წინსვლის უზრუნველყოფასთან დაკავშირებით.

„დღეს ჩვენ ვქმნით ახალ თავს ჩვენი სახელმწიფოს ისტორიაში. საქართველო არის თანამედროვე და დინამიური სახელმწიფო. მომავალ წელს ჩვენ აღვნიშნავთ საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის 25-ე წლისთავს. თავისუფლება, მიუკერძოებლობა და სამართლიანობა ჩვენი ხალხის გენშია ჩადებული. ქართველი ხალხი კანონის უზენაესობის, ადამიანის უფლებათა დაცვისა და დემოკრატიული ღირებულებების ერთგულია. ჩვენ მტკიცედ ვდგავართ რეფორმების გზაზე - მშვიდობისა და კეთილდღეობისკენ მიმავალ ერთადერთ გზაზე,“ – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

პრემიერ–მინისტრი საქართველოსთვის გარდამტეხ ეტაპად 2014 წლის ივნისს მიიჩნევს, როდესაც ხელი მოეწერა ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებას. მისი თქმით, როგორც ევროპის ნაწილი, საქართველო შეუერთდება მშვიდობისა და სტაბილურობის იმ სტრუქტურას, რომელიც მხოლოდ სარგებელს მოუტანს მეზობელ ქვეყნებს და განამტკიცებს საერთო უსაფრთხოებას.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
გამოკითხულ ამერიკელთა აბსოლუტური უმრავლესობა — 66% პირდაპირ თანაუგრძნობს და მხარს უჭერს უკრაინას რუსეთთან ომში ხოლო ამომრჩეველთა 65% უკრაინას აშშ-ის მოკავშირედ ან მეგობრად მიიჩნევს
ილონ მასკმა უკრაინული და ამერიკული ელიტები ომის გზით გამდიდრებაში დაადანაშაულა
საფრანგეთმა ახალი საპროტესტო აქციების წინ 70 000 ძალოვანის მობილიზება განახორციელა
რუსეთის თავდაცვის ინდუსტრიასთან დაკავშირებულმა კომპანიებმა წარმოების ჩინეთში გადატანა დაიწყეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics