17:33 - 21 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-01-14 23:37:31, 862 ნახვა

კომენტარი
პაატა იმნაძე - პირველი თებერვლიდან დაანონსებულია, რომ გაიხსნება მთლიანად სავაჭრო სფერო

„პირველი თებერვლიდან დაანონსებულია უკვე, რომ გაიხსნება მთლიანად სავაჭრო სფერო“, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორის მოადგილემ, პაატა იმნაძემ ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში განაცხადა.

მან ასევე აღნიშნა, რომ დიდ მოლებში ძალიან კარგად იყო დაცული ყველანაირი მოთხოვნა.

„პირველი თებერვლიდან დაანონსებულია უკვე, რომ გაიხსნება პრაქტიკულად მთლიანად სავაჭრო სფერო.

დღეს ჩვენ გვაქვს 1400-მდე შემთხვევა, გუშინ იყო 1600 შემთხვევა, თუ ეს ციფრები არ მოიკლებს პირველ თებერვლამდე და ჩვენ ყველაფერს ერთად გავხსენით, ზუსტად ერთ თვეში გახდება ისევ 5000 შემთხვევა.

მთავრობა იძულებულია რაღაც შეზღუდვები დააწესოს, როცა არ ვიცავთ რაღაც წესებს, ან ბიზნესი არ იცავს წესებს.

ჩვენ ვნახეთ, რომ ბიზნესი კარგად იცავდა, როცა საახალწლოდ გაიხსნა ვაჭრობა. დიდ მოლებში ძალიან კარგად იყო დაცული ყველანაირი მოთხოვნა, პირბადე, დისტანცია, რაოდენობა. ბიზნესი არის პასუხისმგებლობიანი, მოგვყვება ამაში“, –  განაცხადა პაატა იმნაძემ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კობახიძე ძმებ ფეიქრიშვილებზე: გამოძიება დაადგენს, მათ შორის, ციხის ადმინისტრაციის შესაძლო როლსაც
კობახიძე - გიორგი ნემსაძის გარდაცვალება უდიდესი დანაკარგია ქართული ფეხბურთისთვის
ნაკრების ყოფილი კაპიტანი გიორგი ნემსაძე 54 წლის ასაკში გარდაიცვალა
საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომიდან გააძევეს ხატია დეკანოიძე - ივანიშვილის დაკითხვის შუამდგომლობა არ დაკმაყოფილდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics