|
2015-10-01 18:48:23, 482 ნახვა
პოლიტიკა
გია ვოლსკი "რუსთავი 2"-ს მიმართავს, სრული ფინანსური ანგარიში გამოაქვეყნოს
ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარე გია ვოლსკი "რუსთავი2"-ს მიმართავს, სრული ფინანსური ანგარიში გამოაქვეყნოს. როგორც ვოლსკიმ "ექსპრესნიუსს" განუცხადა, "რუსთავი2"-ს რეკლამებისგან დიდი შემოსავალი აქვს და მისთვის გაუგებარია, "ასე რა გაუჭირდათ", რომ საზოგადოებისგან დახმარებას ითხოვენ. "მემგონია, რომ "რუსთავი2"-ს ძალიან დიდი შემოსავალი აქვს რეკლამებისგან იმიტომ, რომ მაღალპროფესიონალურ დონეზე მუშაობენ. ძალიან დიდი ჰონორარები აქვთ თოქშოუების ხელმძღვანელებს და ტელეკომპანიის ხელმძღვანელებს. ყველაფერი თამაშია, როგორ შეიძლება, რა გაუჭირდათ. ვაყენებ საკითხს, გამოაქვეყნონ სრული ფინანსური ანგარიში, რა თანხებზეა საუბარი, ზუსტად რომელი ხარჯების პრობლემა ექმნებათ, რას სთხოვენ საზოგადოებას, რისთვის სთხოვენ ხალხს დახმარებას. არსებობს სამართლებრივი სისტემა, რომელიც "რუსთავი2"-ის მმართველობის პერიოდში ნამდვილად არ არსებობდა და არსებობს ზედამხედველობა ამ სასამართლო სისტემაზე, მათ შორის, საეთაშორისო",-განუცხადა გია ვოლსკიმ "ექსპრესნიუსს". რაც შეეხება უშუალოდ "რუსთავი2"-ის მფლობელობაში მყოფი შპს „საქართველოს“ დააყადაღების ფაქტს, ვოლსკი პროცესების პოლიტიზირებას გამორიცხავს და აცხადებს, რომ საქმეს მიუკერძოებელი სასამართლო წყვეტს. "დარწმუნებული ვარ, რომ ჩემი კოლეგების დიდმა ნაწილმა არ იცის, რომ შპს საქართველო "რუსთავი2"-ის მფლობელობაშია. აჯობებს, ამ თემაზე პოლიტიკურ განცხადებებს თავი დავანებოთ. არ არსებობს დღეს ისეთი სასამართლო, მიშას დროს რომ იყო, პროკურატურამ რაც უკარნახა თქვა ის და დამთავრდა. ერთი იყო, გირგვლიანის თემა გაიტანა ხალხმა და აღმაშფოთებელი რამე მოხდა. სასამართლო თუ არასწორ გადაწყვეტილებას მიიღებს, მთელი მსოფლიო გვიყურებს მიკროსკოპში. ასე რომ, იმის დაბრალება, რომ ეს ის სასამართლოა, რაც სააკაშვილს ჰქონდა ქვეშ ამოდებული, ასე არ არის, წავიდა ის დრო. "რუსთავი2" იქნება, თუ ნებისმიერი სხვა ტელეკომპანია, ან ნებისმიერი კერძო კომპანია, რომელსაც საქმე აქვს სასამართლოსთან, უნდა დაამთავროს სასამართლოში საქმე. ამ საკითხის პოლიტიზირება, რასაკვირველია, მოხდება, სახელმწიფოსკენ ხელის გამოშვერის გარდა სხვა გზა არ აქვთ. ხელისუფლებას უნდა დააბრალონ იმიტომ, რომ სასამართლოს ვერ აბრალებენ. ასე რომ, არ მაინტერესებს, მთავარია, რომ სასამართლომ სწორი გადაწყვეტილება მიიღოს. რატომ არის დახურვის წინაშე?! რომ გაავრცელეს არასწორი ინფორმაცია, თითქოს დაყადაღებამ გამოიწვია მათი მუშაობის შეჩერება, თითქოს დაყადაღება ნიშნავს, რომ არ აქვთ უფლება გაყიდონ თავისი- "რუსთავი2"-ის საკუთრება, სანამ არ გაირკვევა ეს ვისი საკუთრებაა და ამას ეძახიან ხელშეშლას?! იმუშაონ და ნუ გაყიდიან კამერებს. "რუსთავი2"-ს იმიტომ გაუჩნდა ეჭვი, შესაძლოა რაიმე ჩარევა იყოსო, რომ ასე არიან მიჩვეულები ცხოვრებას- როდესაც მთავრობა ერევა ყველა საკითხში და ნამდვილად იციან, რომ წარმოადგენენ ერთი პოლიტიკური ძალის შემადგენელ სტრუქტურას. აქედან გამომდინარე, გამოიტანეს დასკვნა, რომ ყველაფერი, რაც მათ გარშემო ხდება, არის დამოკიდებული ხელისუფლებაზე. დარწმუნებულები არიან, რომ ხელისუფლება არაფერ შუაშია და მიდის სტრატეგიული მუშაობა საპირისპიროს დასამტკიცებლად",-განუცხადა გია ვოლსკიმ "ექსპრესნიუსს". შეგახსენებთ, „რუსთავი 2“-ის შემდეგ სასამართლომ მის მფლობელობაში მყოფი კომპანია, 51 % წილის მფლობელი შპს „საქართველოც“ დააყადაღა. გენერალური დირექტორის ნიკა გვარამიას განცხადებით, "რუსთავი2" დღეს დახურვის წინაშეა ისე, როგორც არასდროს. გვარამია საზოგადოებას დახმრებას სთხოვს. მითითებულ ანგარიშზე - : GE09TB1100000018467864 მოსახლეობას ტელეკომპანიის დასახმარებლად თანხის ჩარიცხვა შეუძლია.
ტრამპმა ნატო გააკრიტიკა ირანთან დაკავშირებით დახმარების სურვილის არქონის გამო
უკრაინამ სამარის ოლქში, კრასნოდარის მხარეში და სევასტოპოლში ნავთობის ობიექტებს შეუტია
პაპუაშვილმა ზახაროვას განცხადებას უპასუხა: ჩვენ ხალხის ინტერესებიდან გამომდინარე ვმოქმედებთ
კონგრესმენი უილსონი: აშშ-სთვის მნიშვნელოვანია, რომ ანაკლია პეკინის დომინირების ქვეშ არ მოექცეს
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
უკრაინამ სამარის ოლქში, კრასნოდარის მხარეში და სევასტოპოლში ნავთობის ობიექტებს შეუტია
კიევში, ოდესასა და დნეპრის რაიონებში დაბომბვის შედეგად 14 ადამიანი დაიღუპა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)