|
2015-10-01 18:44:43, 763 ნახვა
Lifestyle
ია ანთაძე: პარტიის დავალებით ყველაფრის მკადრებელ ტელევიზიას ჩემით მანიპულაციის საშუალებას არ მივცემ
მედია ექსპერტი ია ანთაძე სოციალური ქსელის საშუალებით „რუსთავი2“_ თან დაკავშირებით მიმდინარე მოვლენებს ეხმაურება. როგორც მან აღნიშნა, პარტიის დავალებით ყველაფრის მკადრებელ ტელევიზიას მისი მანიპულაციის საშუალებას არ მისცემს. ანთაძემ თავის მოსაზრებაში ხაზი გაუსვა იმასაც, რომ სამართლებრივი პროცესის დარღვევების გარეშე წარმართვა მის ინტერესებში შედის. „ ჩემმა მეგობრებმა იციან, რომ არ ვარ „რუსთავი 2“-ის მაყურებელი. ამიტომ, ჩემთვის ადვილი არ არის მიმდინარე პროცესის ობიექტურად შეფასება. და, აი, რატომ. დავით დვალისა და ჯარჯი აქიმიძის აზრით, „რუსთავი 2“ პარტიული ტელევიზიაა („გავუსწოროთ თვალი რეალობას - დღეს "რუსთავი 2" არის ნაციონალური მოძრაობის მიერ მკაცრად კონტროლირებადი პარტიული ტელევიზია, ასრულებს მის პოლიტიკურ დაკვეთას და საერთო არაფერი აქვს დამოუკიდებელ მედიასთან"); მედიაექსპერტების ნაწილისთვის კი, „რუსთავი 2“ თავისუფალი და კრიტიკული აზრის ფლაგმანია. თუ „რუსთავი 2“ პარტიული ტელევიზიაა, მისი ყოფნა-არყოფნა, ძირითადად, პარტიის და მისი მხარდამჭერების სადარდებელია. მაგრამ თუ „რუსთავი 2“ თავისუფალი სიტყვის ფლაგმანია, მისი პრობლემები თავისუფლების მოყვარე თითოეულ მოქალაქეს უნდა ადარდებდეს. იმის გამო, რომ არ ვარ ამ ტელევიზიის მაყურებელი, მხოლოდ ზედაპირულად შემიძლია, ვიმსჯელო. მაგალითად, გრიშენკოს მიერ ვითომ საკუთარი და, სინამდვილეში, მეზობლის ვაზის გაჩეხვის მოდელირებული სიუჟეტი ნამდვილად პარტიული ტელევიზიის რიგებში აყენებს „რუსთავი 2“-ს; მაგრამ „ნარუშილოვკის“ და მსგავსი კრიტიკული თემების გახმოვანება ძალიან საჭირო და თავისუფალი ტელევიზიის შესაფერის საქმედ მიმაჩნია. ასე რომ, ერთადერთი დასკვნა, რაც ჩემთვის გამოვიტანე „რუსთავი 2“-ის ბოლო პერიოდის პრობლემებიდან, ის არის, რომ დროა, ამ ტელევიზიის საინფორმაციო პროგრამების ყურება დავიწყო, როგორც მედიაწიგნიერმა მაყურებელმა, და მყარი არგუმენტები მოვიძიო - საქმე პარტიულ ტელევიზიასთან მაქვს, რომლის ყოფნა-არყოფნა არ მადარდებს, რადგან ამ პარტიის მხარდამჭერი არ ვარ; თუ საქმე მაქვს თავისუფალი სიტყვის მატარებელ ტელევიზიასთან, რომლის არსებობა ჩემი, როგორც მომავალზე ორიენტირებული მოქალაქის, ჭეშმარიტი ინტერესია. ჩემი აზრი და რწმენა კი მაქვს (სწორედ ამის გამო არ ვუყურებ ამ ტელევიზიას), მაგრამ არ გამაჩნია მიმდინარე მასალის საკმარისი ცოდნა იმისთვის, რომ საზოგადოებას დამაჯერებლად ვესაუბრო „რუსთავი 2“-ის რაობაზე. ასე რომ, ჯერჯერობით, ამ ტელევიზიის პრობლემებზე სხვა კომენტარის გაკეთებას არ ვაპირებ. ზოგადად კი, ჩემი პოზიცია ის არის, რომ პარტიის დავალებით ყველაფრის მკადრებელ ტელევიზიას ჩემით მანიპულაციის საშუალებას არ მივცემ; ხოლო კრიტიკული აზრის დამამკვიდრებელ, სანდო და თავისუფალ ტელევიზიას ნებისმიერ ქარ-ცეცხლში გავყვები (მადლობა ღმერთს, მშიშარა არასოდეს ვყოფილვარ). და კიდევ: ნებისმიერი აჟიოტაჟის მიუხედავად, მე მაქვს ჩემი მოსაზრება, ჩემი დღის წესრიგი და მას არ ვღალატობ. ამასთან, ზუსტად ვიცი, რომ ჩემი ინტერესია, სამართლებრივი პროცესი ნებისმიერ შემთხვევაში მიმდინარეობდეს დარღვევების გარეშე და პარტიულ თუ თავისუფალ ტელევიზიასთან სახელმწიფო ყოველგვარი პროცედურის დაცვით ურთიერთობდეს. შეგახსენებთ, რომ „რუსთავი 2“-ის შემდეგ სასამართლომ კომპანია 51 % წილის მფლობელი შპს „საქართველოც“ დააყადაღა. ტელეკომპანია საქართველოს წილების დაყადაღების შესახებ დღეს ცნობილი მას შემდეგ გახდა, რაც საჯარო რეესტრმა შპს-ს მონაცემებში შეტანაზე უარი თქვა, საუბარია ნასყიდობის ხელშეკრუილებაზე, რომელიც 29 სექტემბერს კომპანიის 100 % -ის მფლობელ ძმებ ყარამანაშვილებსა და დიმიტრი ჩიქოვანს შორის გაფორმდა.
მეუფე ილარიონის თქმით, სინოდზე ასაკის ცენზზე შეთანხმებას ვერ მიაღწიეს, განათლებაზე არ უმსჯელიათ
წყნეთში, სკვერში დენის დარტყმის შედეგად გარდაცვლილი მოზარდის ოჯახი მომხდარზე პასუხისმგებლობას კალაძეს აკისრებს
მედვედევი: დროა, შევწყვიტოთ ტოლერანტული დამოკიდებულება მეზობლების EU-ში გაწევრიანების მიმართ
პაპუაშვილი მოლდოვის ყოფილ პრეზიდენტ დოდონს და პრორუს დეპუტატებს შეხვდა
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილთან ერთად ვინ აფინანსებს ტელეიმედს და ვის ემუქრება მეორადი სანქციები
რეჟიმის წარმომადგენლები ხოშტარიას შვილებს ესხმიან თავს
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოდესის დაბომბვის შედეგად დაიჭრა 11 ადამიანი, მათ შორის ერთი ბავშვი
დღეს რუსეთმა 556 თავდასხმის დრონი გაუშვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)