09:20 - 09 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-01-11 09:10:10, 628 ნახვა

საზოგადოება
მუხიანში, ბაზრობა „ჩემპიონის“ ტერიტორიაზე ხანძარი გაჩნდა

მუხიანში, ბაზრობა „ჩემპიონის“ ტერიტორიაზე ხანძარი გაჩნდა.

ამის შესახებ განაცხადებას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს.

მათი ცნობით, ხანძარი ლიკვიდირებულია. შემთხვევის შედეგად არავინი დაშავებულა.

„შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ "112"-ში შემოვიდა შეტყობინება, რომ მუხიანის დასახლებაში, გობრონიძის ქუჩაზე ბაზრობა "ჩემპიონის" ტერიტორიაზე იყო დაკვამლიანება და შეინიშნებოდა ღია ცეცხლი.

ცეცხლი გავრცელებული იყო ორ ერთმანეთზე მჭიდროდ დაკავშირებულ შენობაზე, სადაც განთავსებული იყო სხვადასხვა დანიშნულების სასაწყობე ფართები და საამქროები.

შეტყობინებაზე რეაგირება უმოკლეს დროში მოახდინეს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის პირველმა მორეაგირე ჯგუფებმა. დამატებით დაიწყო სახანძრო-სამაშველო ჯგუფების მობილიზება. სულ ბაზრობის მიმდებარე ტერიტორიაზე გამოცხადდა 21 ჯგუფი და დაიწყო ხანძრის ქრობის აქტიური სამუშაოები.

იყო ცეცხლის გავრცელების საფრთხე ბაზრობის სიახლოვეს არსებულ გაზგასამართ სადგურზე, თუმცა საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლებმა აფეთქების საფრთხე დროულად აღკვეთეს. ასევე, მოახერხეს შენობის მნიშვნელოვანი ნაწილის გადარჩენა.

ამ დროისთვის ხანძარი უკვე ლიკვიდირებულია. ადგილზე მონიტორინგის მიზნით რჩება რამდენიმე სახანძრო-სამაშველო ჯგუფი.

შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

ბაზრობის ტერიტორიაზე იმყოფებოდნენ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსი თეიმურაზ მღებრიშვილი და სახანძრო-სამაშველო ძალების დეპარტამენტის უფროსი დავით სუხიშვილი. ისინი ხანძრის ქრობის პროცესს ადგილიდან ხელმძღვანელობდნენ“, - ნათქვამია განცხადებაში.





ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან


სოციალური ქსელები
საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ ევროპელები აბუ-დაბიში უკრაინის საკითხზე მოლაპარაკებებში მიიღებენ მონაწილეობას
მოსკოვის რეგიონში გაყიდვების მხრივ სიდიდით მეორე ბენზინგასამართი სადგურების ქსელმა ფუნქციონირება შეწყვიტა
პოლონეთი კრაკოვში თავდასხმას ტერორისტულ აქტად აკვალიფიცირებს
Axios: თეთრი სახლის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე რიჩარდ უოლტერსი ტრამპის ადმინისტრაციაში საკადრო ცვლილებების ფონზე თანამდებობას ტოვებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics