14:32 - 28 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-01-10 14:15:20, 982 ნახვა

მსოფლიო
აშშ-ს ვიცე-პრეზიდენტი, მაიკ პენსი ჯო ბაიდენის ინაუგურაციას დაესწრება

აშშ-ს ვიცე-პრეზიდენტი, მაიკ პენსი ჯო ბაიდენის ინაუგურაციას დაესწრება, - ამის შესახებ ინფორმაციას „სიენენი“ ავრცელებს.

მედიის ცნობით, მაიკ პენსი გეგმავდა ინაუგურაციაზე დასწრებას, თუმცა გარკვეული სახის მოწვევას ელოდებოდა.

CNN წერს, რომ დონალდ ტრამპის მხრიდან მაიკ პენსი საკმაოდ დიდ ზეწოლას განიცდიდა, რადგან აშშ-ს პრეზიდენტი მას სხდომაზე ხმების დათვლის საზეიმო პროცესის შეჩერებას სთხოვდა.

მაიკ პენსმა ტრამპის მოთხოვნა არ გაითვალისწინა და უხელმძღვანელა საარჩევნო კოლეგიის სხდომას, რომელმაც საბოლოო შედეგები დაითვალა და ბაიდენის პრეზიდენტად არჩევა ოფიციალურად დაამტკიცა.

როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, საარჩევნო ხმების დათვლის პროცესის პარალელურად კაპიტოლიუმის შენობაში ტრამპის მომხრეები შეიჭრნენ და იქ მყოფ პოლიტიკოსებს შენობის დატოვება მოუწიათ.

სხდომა რამდენიმე საათით გადაიდო, თუმცა შემდეგ ისევ ჩვეულ რეჟიმში განახლდა.

ჯო ბაიდენის განაცხადებით, მაიკ პენსის ინაუგურაციაზე დასწრება მისასალმებელი ფაქტია.

„ძალიან მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ მშვიდობიანად წარიმართოს ადმინისტრაციული ცვლილებები, მოხარული ვარ, რომ მაიკ პენსი ჩვენს გვერდითაა და ერთად აუცილებლად გავაგრძელებთ წინსვლას“, - განაცხადა ჯო ბაიდენმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ზურაბ პატარაძე აჭარის მთავრობის თავმჯდომარე გახდა
სინოდის სხდომას წილკნელი მიტროპოლიტი ზოსიმე არ ესწრება, ხმას 38 მღვდელმთავარი აძლევს
გლდანის რაიონში გაზმომარაგება ავარიულად 20 000 აბონენტს შეუწყდება
წინანდლის მამულში ვარდობისთვე გაიმართება - პროექტის გენერალური სპონსორი და მხარდამჭერია SOLO
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics