09:37 - 29 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-01-08 13:56:31, 1040 ნახვა

მსოფლიო
მეცნიერებმა კორონავირუსის სამკურნალო ორი მედიკამენტი აღმოაჩინეს

მეცნიერებმა კორონავირუსის სამკურნალო ორი მედიკამენტი აღმოაჩინეს, - ამის შესახებ „ბიბისი“ იუწყება.

მედიის  ინფორმაციით, დიდ ბრიტანეთსა და კიდევ ხუთ ქვეყანაში ჩატარებულმა კვლევებმა კიდევ ორი პრეპარატი გამოავლინა, რომლებსაც პანდემიის დროს სიცოცხლის გადარჩენა შეუძლიათ.

როგორც „ბიბისის“ წერს, ანთების საწინააღმდეგო პრეპარატები „ტოცილიზუმაბა“ და „სარილუმაბა“ უკვე ხელმისაწვდომია დიდ ბრიტანეთში, ამიტომ მათი გამოყენება შესაძლებელია კოვიდ -19 პაციენტებში დაუყოვნებლივ სამკურნალოდ.

ლონდონის საიმპერიო კოლეჯის მკვლევარი, პროფესორი ენტონი გორდონი აცხადებს, რომ კვლევების თანახმად, მედიკამენტებმა შესაძლოა ყოველი მე-12 პაციენტის სიცოცხლე გადაარჩინოს, რაც, მისი თქმით, „დიდი ეფექტია“.

გარდა ამისა, კვლევების მიხედვით, აღნიშნული ორი მედიკამენტი ამცირებს სიკვდილიანობას, პაციენტების გამოჯანმრთელებას აჩქარებს და 1 კვირით ამცირებს იმ დროის ხანგრძლივობას, რაც კრიტიკულად დაავადებულ პაციენტებს ინტენსიურ თერაპიაში სჭირდებათ.





ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან


სოციალური ქსელები
უკრაინის მოქალაქეს მონაკოს პრინცის ნათესავის მკვლელობაში ბრალი წაუყენეს
ჩქაროსნული მატარებლების ავარიის გამო, ესპანეთში სამდღიანი გლოვა გამოცხადდა
ესპანეთის ყოფილი შრომის მინისტრი ავარიისას ერთ-ერთ მატარებელში იმყოფებოდა, სავარაუდოდ, გარდაიცვალა
ზელენსკიმ სამშვიდობო შეთანხმების დადებისას პირველად შესთავაზა რუსეთს უსაფრთხოების გარანტიები
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics