22:43 - 17 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-01-08 12:36:41, 970 ნახვა

საზოგადოება
გაგრაში ხანძრის ძირითადი კერა დაშლილია - ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ საგანგებო სიტუაციების სამსახური

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ საგანგებო სიტუაციების სამსახური იუწყება, რომ გაგრის რაიონში, ხანძრის ძირითადი კერა უკვე დაშლილია.

როგორც მათ მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, გაგრის რაიონში, დაახლოებით 6 ჰექტარი ფართობი არის დამწვარი.

"ხანძარი მიუახლოვდა საცხოვრებელ სახლებს. ხანძრის ჩასაქრობად გაგზავნილი იყო 4 სახანძრო და ერთი გაგრის სამაშველო სამსახურის ბრიგადა, ერთი კი სოხუმის. ცეცხლი ლიკვიდირებულია. 

8 იანვრის დილით, გაგრის რაიონში მოხერხდა ხანძრის ძირითადი კერის დაშლა, ალის ნაწილი კი, მაღალმთიან ნაწილში წავიდა", - აღნიშნულია ე.წ საგანგებო სიტუაციების სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
თბილისი პრაიდი: "ოცნებამ" სცადა, ქვიარ ადამიანები საზოგადოებრივი ცხოვრებიდან გავექრეთ
SJC: 17 მაისი საქართველოში „ოჯახის“ იდეის პოლიტიკური ინსტრუმენტალიზაციის სიმბოლური დღეა
ელენე ხოშტარია - ხალხის სიმრავლე და ვერც დრო, ვერ წაშლის 2013 წლის 17 მაისს ჩადენილ ბოროტებას
შიო მესამე - თუ ოჯახში ტრიალებს მძიმე ცოდვა, ისეთი როგორიც არის, მაგალითად, აბორტი, მაშინ ბედნიერებას ვერ ააშენებ, განწირულია ასეთი ოჯახი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics