|
2021-01-08 10:03:38, 843 ნახვა
მსოფლიო
ვაშინგტონში, კაპიტოლიუმის შტურმის დროს დაშავებული პოლიციელი გარდაიცვალა
ვაშინგტონში, კაპიტოლიუმის შენობაში განვითარებული მოვლენების დროს დაშავებული პოლიციის ოფიცერი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაციას კაპიტოლიუმის პოლიციის დეპარტამენტი ავრცელებს. მათივე ცნობით, ოფიცერი ბრაიან სიკნიკი 7 იანვარს საღამოს, დაახლოებით, 21:30 საათზე საავადმყოფოში გარდაიცვალა. ის კაპიტოლიუმის პოლიციის დეპარტამენტში 2008 წლის ივლისიდან მუშაობდა. მის გარდაცვალებას USCP და კაპიტოლიუმის პოლიციის დეპარტამენტის ფედერალური პარტნიორები იძიებენ. ცნობისთვის, ვაშინგტონში, სადაც საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებს ამტკიცებდნენ, დონალდ ტრამპის მხარდამჭერები კაპიტოლიუმის შენობაში შეიჭრნენ. დემონსტრანტები ჯო ბაიდენის გამარჯვებას აპროტესტებდნენ. შენობიდან კონგრესმენთა ევაკუაცია განხორციელდა, არეულობის შედეგად კი ოთხი ადამიანი დაიღუპა.
უკრაინის მოქალაქეს მონაკოს პრინცის ნათესავის მკვლელობაში ბრალი წაუყენეს
ჩქაროსნული მატარებლების ავარიის გამო, ესპანეთში სამდღიანი გლოვა გამოცხადდა
ესპანეთის ყოფილი შრომის მინისტრი ავარიისას ერთ-ერთ მატარებელში იმყოფებოდა, სავარაუდოდ, გარდაიცვალა
ზელენსკიმ სამშვიდობო შეთანხმების დადებისას პირველად შესთავაზა რუსეთს უსაფრთხოების გარანტიები
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)